#კულინარია

რეცეპტი: ალიო ოლიო პეპერონჩინო

გაზიარება:

პასტას ათასგვარ უგემრიელეს ვარიაციათა შორის, დღეს თქვენთვის If.ge-თან ერთად, მარტივად მოსამზადებელი, მადისაღმძვრელი ალიო ოლიო პეპერონჩინოს რეცეპტი შევარჩიეთ. სულ რაღაც 6 ინგრედიენტი და 30 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გემრიელი და მარტივი პასტა მოამზადოთ იტალიური სამზარეულოდან.

ყურადღებით მიყევით მომზადების წესებს და ისიამოვნეთ მიღებული კერძით

ინგრედიენტები:

  • წითელი წიწაკა ჩილი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ოხრახუში 30 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 30 გრ.
  • პასტა
  • პასტის წყალი

მომზადების წესი:

1. წვრილად დაჭერით წიწაკა, ნიორი და ოხრახუში. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დააყარეთ ნიორი და წიწაკა და მოთუშეთ 2 წთ.

2. დაასხით პასტის წყალი და დაამატეთ პასტა და ოხრახუში.

3. წყალი დაამატეთ სოუსის გასასქელებლად, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

ზევით