#კულინარია

რეცეპტი: Crazy ბეიგელები ქეთო ბექაურისგან

გაზიარება:

If.ge და ქეთო ბექაური გვიანი ლანჩისთვის საუკეთესო რეცეპტს Crazy ბეიგელებს გვიზიარებენ. შექმენით ყველაზე ფუმფულა, უგემრიელესი ბეიგელები თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელებით და მოათავსეთ მასში თქვენთვის სასურველი შიგთავსი, იქნება ეს თიუსი, ორაგული თუ ინდაური.  მიირთვით კრემ-ყველთან, ბოსტნეულთან ან ხილთან ერთად.

ინგრედიენტები:

საფუარი 6 გრ.

შაქარი 20 გრ.

თბილი წყალი 300 მლ. ± 60 მლ.

ფქვილი 450 გრ.

მარილი 6 გრ.

თაფლი 1 ს.კ.

მომზადების წესი:

120 მლ. თბილ წყალში ჩაყარეთ მარილი და საფუარი, მოურიეთ და დაელოდეთ 5 წთ. საფუარის გააქტიურებას.

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი, დაუმატეთ გააქტიურებული საფუარი.

ჩაასხით დარჩენილი თბილი წყალი და მოზილეთ. ამის პარალელურად გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე და მოზილეთ ცომი, 10-15 წთ., სანამ არ გახდება ელასტიური.

ზეთიან ჯამში მოათავსეთ ცომი და დაასვენეთ თბილ ადგილზე, 1 სთ. სანამ ზომაში არ გაორმაგდება. დასვენებული ცომი გადაზილეთ და ისევ დაასვენეთ 10 წთ.

გაყავით 8 ნაწილად და დაამრგვალეთ, ცომს მიეცით ბეიგელის ფორმა და დაასვენეთ 10 წთ.

გაახურეთ ღუმელი 220° გრადუსზე.

ქვაბში წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ ტემპერატურას და მოათავსეთ ბეიგელები, რამდენიც ჩაგეტევათ.

გაითვალისწინეთ, ბეიგელები უნდა მოიხარშოს არაუმეტეს 1 წთ. თითო მხარეს, ჯამში – 2 წთ. მოაყარეთ სეზამი ან ჩიას მარცვლები.

გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 20-25 წთ. 220° გრადუსზე.

ქეთოს ბეიგელები მზად არის.
მიირთვით სასურველ შიგთავსთთან ერთად.

ზევით