#კულინარია

რეცეპტი: ფრანგული კრეპი

გაზიარება:

ზამთრის ცივი დილის ჩვენი რჩეული მომენტი ყავასთან, ჩაისთან ან ნატურალურ წვენთან ერთად მირთმეული უგემრიელესი ფრანგული კრეპებია სასურველ დრესინგთან ერთად. დილის ენერგიის მომნიჭებელი კრეპები ყოველთვის საუკეთესო განწყობის გარანტიას გვაძლევენ და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ პატარების საყვარელ თავშესაქცევსაც წარმოადგენს. 

დღეს, If.ge ჩვენს მკითხველს ფრანგული კრეპის მომზადების მარტივ რეცეპტს სთავაზობს. სულ რაღაც 7 ინგრედიენტი და თქვენი საყვარელი დრესინგი (ამ შემთხვევაში თაფლი) და დილის ჯადოქრობაც მზადაა.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • რძე 300 გრ.
  • კარაქი 30 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 30 გრ.
  • ფქვილი 115 გრ.
  • შაქარი 2 ს.კ.
  • მარილი ნახევარი ჩ.კ.
  • თაფლი

მომზადების წესი:

1. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე, ზეითუნის ზეთი და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ შაქარი, მარილი და ფქვილი.

2. ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და დაასხით კრეპის მასა, 2-3 წთ-ში გადაატრიალეთ.

3. მიირთვით თაფლთან ერთად.

ზევით