#კულინარია

რეცეპტი: კლასიკად ქცეული პასტა 4 ყველით

გაზიარება:

ორშაბათი საღამო კლასიკად ქცეული რეცეპტის გაზიარებას დავუთმოთ, პასტას მოყვარული თუ ბრძანდებით, ალბათ თქვენც ჩვენსავით გეყვარებათ მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი პასტა 4 ყველით, რომლის რეცეპტიც If.ge-მ ჩვენს მკითხველს გაუზიარა. მოიმარაგეთ ინგრედიენტები, გახსენით საყვარელი მსუბუქი, თეთრი ღვინო, რომელიც ამ კერძს ყველაზე მეტად უხდება და დატკბით უგემრიელესი ვახშმით.

ინგრედიენტები:

  • პასტა 150 გრ.
  • ნიორი 1 კბილი
  • კარაქი 30 გრ.
  • რძე 150-200 გრ.
  • გორგონძოლა 50 გრ.
  • ფონტინა 50 გრ.
  • მოცარელა 50 გრ.
  • პარმეზანი 50-70 გრ.
  • კუმინი მწიკვი
  • პილპილი

მომზადების წესი:

პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში. ცხელ ტაფაზე დადეთ კარაქი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
მოთუშეთ 1-2 წთ. დაასხით რძე. დაამატეთ გორგონძოლა, ფონტინა, მოცარელა და პარმეზანი.
დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ კუმინი და შავი პილპილი.

დაამატეთ მოხარშული პასტა. გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ პარმეზანი.

ზევით