#კულინარია

რეცეპტი: სენდვიჩი „კროკ მისიე”

გაზიარება:

სენდვიჩებს მსოფლიო კულინარიაში დამსახურებული აღიარება რომ ჯერაც არ მოუპოვებიათ ეს ცნობილი ფაქტია. სენდვიჩი უმრავლესობისთვის მარტივად მოსამზადებელ კერძთან ასოცირდება, სინამდვილეში კი გემრიელი სენდვიჩის მომზადება საჭირო კულინარიული უნარების, კარგი ინტუიციისა და კრეატივის ქონას გულისხმობს.

დღეს, If.ge ჩვენს მკითხველს ცნობილ ფრანგულ სენდვიჩს ,,კროკ მისიეს” გააცნობს. ყველისა და ლორის უგემრიელესი სენდვიჩი პარიზული კაფეების ყველაზე მოთხოვნადი კერძია, რომლის მომზადება და დაგემოვნება სახლშიც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • პური 4 ნაჭერი
  • ლორი 4 ცალი
  • პარმეზანი 100 გრ.
  • დიჟონის მდოგვი 2 ს.კ.
  • კარაქი 1 ს.კ.
  • ფქვილი 1 ს.კ.
  • სოიოს რძე 150 გრ.
  • მარილი მწიკვი
  • შავი პილპილი მწიკვი
  • ჯავზი მწიკვი

მომზადების წესი:

1. ტაფაზე მოათავსეთ ორგანული კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ რძე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ჯავზი.

2. პურზე წაუსვით ორგანული კარაქი, მოათავსეთ ტაფაზე და კარგად დაბრაწეთ.

3. საცხობ ლანგარზე მოათავსეთ პური, გადაუსვით ბეშამელის სოუსი, დაუმატეთ პარმეზანი, ინდაურის ლორი და ისევ პარმეზანი.
მეორე ნაჭერზე წაუსვით დიჟონის მდოგვი და დააფარეთ. ზემოდან მოასხით ბეშამელის სოუსი და მოაყარეთ პარმეზანი.

4. გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 10 წთ.

ზევით