#კულინარია

რეცეპტი: კვერცხის მაფინები

გაზიარება:

მარტივი, გემრიელი და რაც მთავარია სწრაფად მოსამზადებელი კერძი - კვერცხის მაფინები იდეალურია გვიანი ლანჩის ან საუზმისთვის. დღეს If.ge-თან ერთად სულ რაღაც 6 ინგრედიენტისგან შემდგარ რეცეპტს წარმოგიდგენთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სასურველი ინგრედიენტის დამატება მაფინებში ყოველთვის შეიძლება და შეგიძლიათ ისე ითამაშოთ გემოებით და სახლში აღმოჩენილი პროდუქტებით, როგორც თავად მოგესურვებათ.

ინგრედიენტები:

კვერცხი 3 ცალი

ყველი ჩედარი 150 გრ.

პომიდორი 70 გრ.

ოხრახუში 50 გრ.

მარილი

პილპილი

მომზადების წესი:

1. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით, დაუმატეთ ოხრახუში, პომიდორი და ჩედარი.

2. გამოაცხვეთ 200° გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

ზევით