#კულინარია

რეცეპტი: მოცვისა და ბანანის კექსი

გაზიარება:

სახლში მომზადებულ უგემრიელეს დესერტზე, რომელიც ფინჯან ჩაისთან ერთად ყველაზე სუსხიან ღამეებსაც კი გაგვილამაზებს, უარს არასდროს ვამბობთ, არც ახალი რეცეპტების აღმოჩენაზე ვიხევთ უკან, სწორედ ამიტომ დღეს, If.ge-თან ერთად ახალი, საოცრად არომატული და რაც მთავარია მარტივად მოსამზადებელი მოცვისა და ბანანის კექსის შესახებ უნდა გიამბოთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 200 გრ.
  • კარაქი 150 გრ.
  • ფქვილი 300 გრ.
  • გამაფხვიერებელი 6 გრ.
  • ვანილი 5 გრ.
  • მწიკვი მარილი
  • მოცვი
  • ბანანი

მომზადების წესი:

1. ჯამში მოათავსეთ შაქარი და კარაქი, კარგად დაამიქსერეთ, დაუმატეთ კვერცხი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მწიკვი მარილი. ამოიყვანეთ. დაუმატეთ ფქვილი.

2. დაუმატეთ მოცვი და ბანანი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ჭურჭელში.

3. გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 40 წთ. და შემდეგ 150° გრადუსზე 10-15 წთ.

ზევით