#კულინარია

რეცეპტი: მსხლის მსუბუქი სალათი

გაზიარება:

მერე რა თუ ზაფხულის უკანასკნელ დღესაც გამოვემშვიდობეთ და შემოდგომის სეზონში ოფიციალურად შევდგით ფეხი, ჯერაც შეგვიძლია ყველაზე ცხელი და ნაყოფიერი სეზონის მონაგრით დავტკბეთ და ჩვენი კულინარიული ექსპერიმენტები ჩავატაროთ.

მსუბუქი მსხლის სალათზე რას იტყოდით? - ამ სალათის მომზადება უმარტივესია, სულ რამდენიმე წუთში, თითებზე ჩამოსათვლელი ინგრედიენტების წყალობით თქვენ შეძლებთ მარტივი, თუმცა უგემრიელესი სალათის მომზადებას, რომლის რეცეპტიც If.ge-მ The Diary-ს მკითხველს წარუდგინა.

ინგრედიენტები:

  • სალათის ფოთლები
  • მსხალი 2 ცალი
  • ლურჯი ყველი 50 გრ.
  • ზეითუნის ზეთი
  • დაღერღილი წიწაკა
  • მარილი
  • შაქარი

მომზადების წესი:

მსხალი დაჭერით და ამოავლეთ შაქარში. დადეთ ტაფაზე და დაელოდეთ სანამ არ გაოქროსფერდება.

ჯამში მოათავსეთ სალათის ფოთლები, დაუმატეთ კარამელიზირებული მსხალი, ლურჯი ყველი, მარილი, დაღერღილი წიწაკა და ზეითუნის ზეთი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by IF Recipes (@if.ge_)

ზევით