#კულინარია

რეცეპტი: პასტა გამომცხვარი ბულგარულის სოუსით

გაზიარება:

ორშაბათი დღის რეცეპტით დაგიბრუნდით If.ge-სთან ერთად და წარმოგიდგენთ უგემრიელესი პასტას მომზადების წესს გამომცხვარი ბულგარულის სოუსთან ერთად. 10-მდე ინგრედიენტი და სულ რაღაც 20 წუთი და თქვენი მადისაღმძვრელი პასტა მზადაა. კვირის ყველაზე რთულ დღეს, თქვენ იმსახურებთ ამ სიამოვნებას.

ინგრედიენტები:

• წითელი ბულგარული 3 ცალი

• „გალინა ბლანკას“ კუბი 1 ცალი

• ნაღები 300 გრ.

• პასტა 500 გრ.

• ნიორი 2 კბილი

• ორეგანო 1 ჩ/კ

• პაპრიკა 1 ჩ/კ

• შავი პილპილი

• მარილი

მომზადების წესი:

გამოაცხვეთ ბულგარული ღუმელში 180° გრადუსზე 7-10 წთ. პარალელურად ზეთში მოთუშეთ ნიორი.

ადუღებულ წყალში გახსენით „გალინა ბლანკას“ კუბი. ბლენდერში მოათავსეთ გამომცხვარი ბულგარული, ნიორი, ადუღებული წყალი და მარილი. კარგად დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ტაფაზე. დაუმატეთ პაპრიკა, ორეგანო და მარილი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ნაღები. მიიყვანეთ ადუღებამდე. დააყარეთ მოხარშული პასტა და მოაყარეთ შავი პილპილი გემოვნებით.

ზევით