#კულინარია

რეცეპტი: ქათმის ფახიტასი

გაზიარება:

მძიმე, სტრესული ორშაბათი დღის შემდეგ, ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ მცირედ საჩუქარს, რომელიც საკუთარ თავს შეგვიძლია გავუკეთოთ და რა შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო დღის დასასრულს თუ არა უგემრიელესი კერძი, რომლითაც ამ ღამეს გავილამაზებთ? 

If.ge და  The Diary წარმოგიდგენთ მექსიკურ კერძის ერთ-ერთ ვარიაციას, მარტივად მოსამზადებელ ქათმის ფახიტასს, რომელიც თქვენი დღის ჯილდოს სტატუსს ამაყად ატარებს.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე 1 ცალი

ხახვი 1 ცალი

ყვითელი და მწვანე ბულგარული 1-1 ცალი

ნიორი 1 კბილი

ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.

ლაიმის წვენი 10 გრ.

ფახიტასის სუნელები:

ჩილი 2 ჩ.კ.

პაპრიკა 1 ჩ.კ.

ნივრის ფხვნილი 1/2 ჩ.კ.

წიწაკა დაფქული 1/2 ჩ.კ.

ძირა 1/2 ჩ.კ.

შაქარი 1 ჩ.კ.

მარილი 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

დაჭერით ბოსტნეული, დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და მოთუშეთ. დაუმატეთ ქათმის ფილე და ფახიტასის სპეციები და თქვენი კერძიც მზადაა.

ზევით