რეცეპტი: სანტას ორცხობილები

 

მარციპანით გაფორმებული, სანტას ორცხობილები ნებისმიერ სუფრას საახალწლო ელფერს შესძენს და დიდებსაც და პატარებსაც სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.

რეცეპტი: 10 ცალი
მომზადებისათვის საჭირო დრო: 45 წუთი + გაგრილებისათვის საჭირო დრო
გამოცხობისათვის საჭირო დრო: 10-15 წუთი
 
ინგრედიენტები ორცხობილისთვის

• 115 გრ დარბილებული კარაქი

• 60 გრ შაქრის ფხვნილი

• 170 გრ ფქვილი

• 2 ც მანდარინის გახეხილი კანი

• რძე

 
ინგრედიენტები გაფორმებისთვის

• 400 გრ შაქრის პუდრა

• სპეციალური წითელი და შავი საღებავები

• მოსაფრქვევი ფიფქები

 
მომზადების წესი

კარაქი ათქვიფეთ და შაქარი დაუმატეთ, როდესაც მასა ღია ფერის თხელი კრემის სტრუქტურას არ მიიღებს. მიღებული მასა ჩაასხით ფქვილში, დაუმატეთ მანდარინის გახეხილი კანი და კარგად მოურიეთ მანამ, სანამ თხელი ცომი არ მოიზილება. შესაძლოა, რძის დამატებაც დაგჭირდეთ. ცომი გადაიტანეთ ფოლგის ქაღალდზე და მაცივარში 30 წუთით გააჩერეთ. პარალელურად, ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ორი ქაღალდი გაამზადეთ. ცომი სუფთა, ფქვილმოფრქვეულ ზედაპირზე გააბრტყელეთ და დანით 10 ცალი რომბი გამოჭერით. დარჩენილი ცომი ხელახლა მოზილეთ და იგივე ქმედება გაიმეორეთ. ამის შემდეგ რომბები საცხობ ქაღალდებზე გადაიტანეთ და 15 წუთით ღუმელში დატოვეთ. გამოცხობის შემდეგ კი ისეთ ადგილას დააწყვეთ, სადაც ყველაზე სწრაფად გაგრილდება. ჯამში ჩაყარეთ შაქრის პუდრა და დაასხით 3-4 სუფრის კოვზი ცივი წყალი. მიღებული მასის მესამედი გადაიტანეთ ცალკე ჯამში და დაუმატეთ წითელი საღებავი. თეთრი და წითელი მარციპანები გასაფორმებელ პაკეტებში გადაიტანეთ და ორცხობილები ისე მოხატეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შეგიძლიათ, საკუთარი იდეებიც გამოიყენოთ. ლოყების შესაფერადებლად

ზევით