#კულინარია

რეცეპტი: ყაბაყი კრევეტებით

გაზიარება:

მძიმე, გადატვირთული კვების რაციონის შემდეგ, დროა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი კვლავ ჩვენს პრიორიტეტად ვაქციოთ. რა თქმა უნდა, მადისაღმძვრელი კერძებიდან სალათებზე გადასვლა მარტივი საქმე არ იქნება, მაგრამ, თუ ჩვენი ჯანსაღი კვების რაციონსაც ისეთივე მდიდარი გემოების მქონე კერძებით გავამდიდრებთ, რომელთან გამომშვიდობებაც ასე ძალიან გვიჭირს, შესაძლოა საქმე ერთი-ორად გავიმარტივოთ.

დღეს, If.ge-თან ერთად, ყაბაყის მარტივად მოსამზადებელ კერძს წარმოგიდგენთ კრევეტებით. ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელი, დაბალკალორიული, ორგანული მჟავებით, ვიტამინებითა და მინერალური საშუალებებით გამდიდრებული ყაბაყი კრევეტებთან და სანელებლებთან ერთად იმ უგემრიელეს კერძს ქმნის, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისკენ აუცილებლად მოგვაბრუნებს.

ინგრედიენტები:

ყაბაყი 1 ცალი

ბულგარული 1 ცალი

ნიორი 1 კბილი

კრევეტები 6-7 ცალი

ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.

მარილი

პილპილი

მომზადების წესი:

1. დაჭერით ყაბაყი მრგვლად.

2. დაჭერით ნიორი წვრილად და ბულგარული გრძლად; მოათავსეთ ჯამში. მოაყარეთ პილპილი და მარილი, შემდეგ კი დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.

3. გადაიტანეთ გამოსაცხობ ლანგარზე, დაამატეთ გასუფთავებული კრევეტები და გამოაცხვეთ 200° გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

ზევით