#კულინარია

რეცეპტი: ყვავილოვანი კომბოსტოს „ჭვიშტარი“

გაზიარება:

დღევანდელი დღე მორიგი ექსპერიმენტული რეცეპტით უნდა გავამდიდროთ, ყვავილოვანი კომბოსტოს „ჭვიშტარზე“ რა აზრის ხართ? If.ge-მ ჩვენს მკითხველს ამ უგემრიელესი ხემსის რეცეპტი გაუზიარა. სულ რაღაც 6 ინგრედიენტი და 30 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ოჯახისთვის განუმეორებელი „ჭვიშტარი“ მოამზადოთ. 

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო 300 გრ.
  • იმერული ყველი 300 გრ.
  • ფქვილი 3 ს.კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი: 

1. ყვავილოვანი კომბოსტო დააქუცმაცეთ ისე, რომ ფქვილის კონსისტენცია მიიღოს. ჯამში მოათავსეთ დაფქული ყვავილოვანი კომბოსტო, გახეხილი ყველი, კვერცხი და ფქვილი, მარილი მოაყარეთ იმის მიხედვით, თუ როგორი მარილიანობის ყველი გაქვთ.
მოაყარეთ პილპილი.

2. ლანგარზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ მასა. მიეცით სასურველი ფორმა.

3. გამოაცხვეთ 200° გრადუსზე 15-20 წთ. (გაოქროსფერებამდე)

ზევით