#მოდა

წითელი, წითელი, წითელი სამყარო!

გაზიარება:

PANTONE-მა 2023 წლის ფერად Viva Magenta, ანუ ჟოლოსფერი წითელი დაასახელა, თუმცა ფერი, რომელსაც დღეს ყველგან ვხედავთ, სისხლისფერი წითელია და მან ყველაფერი მოიცვა, სამოსით დაწყებული, ინტერიერის დიზაინის ნივთებით დამთავრებული. თუკი მოდას აქტიურად ადევნებთ თვალს, შეამჩნევდით რომ ფეშენისტა გოგოების ინსტაგრამ და ტიკტოკ ფიდი წითელი ფერის სამოსითაა აჭრელებული.

Bottega Veneta-ს, Valentino-სა და Prada-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში მრავლად იხილავდით წითელი ფერის სხვადასხვა ვარიაციას. Tibi-მ წითელი წინდები წითელ „ბალეტის“ ფეხსაცმელს შეუხამა, ხოლო „შანელმა“ წითელი კოლჰოტები წარმოადგინა.

prada, პრადა
PRADA, AW 2023

Dolce & Gabbana-ს 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში total წითელ ლუქს გადააწყდებით. ქართველმა დიზაინერმა, David Koma-მ კი წითელ ქვედა ბოლოს წითელი კოლჰოტი შეუხამა. მოკლედ, ჩვენ რომ სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, თქვენ კი კითხვა, მოდის სამყაროში ამჟამად წითელი ფერი დომინირებს. თქვენ კი სრული უფლება გაქვთ თავიდან ბოლომდე წითლით შეიმოსოთ.

DAVID KOMA, დავიდ კომა
DAVID KOMA FW 2023

მიჩნეულია რომ, წითელი ფერი მეამბოხე სულის მქონე ადამიანებს იზიდავს. იგი სიმამაცის,  სიძლიერისა და ექსპერიმენტების სიმბოლოა.

რედაქციაში დიდი ინტერესი კონკრეტულმა ნივთმა გამოიწვია და გადავწყვიტეთ მას სრული სტატია მივუძღვნათ. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი სამოსისთვის სწორი შეხამება. წითელი ფერის კოლჰოტი (დიახ, ეს გახლავთ სწორი ფორმა) ნამდვილად მამაც და მეამბოხე გოგოებს შეჰფერით.

შანელი, CHANEL
CHANEL RTW 2023

შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ქართველებს მისი მორგება გაგვიჭირდებოდა, თუმცა არა სიმამაცის ნაკლებობის გამო. გეკადრებათ?! უბრალოდ, ოჰ, ეს შავი ფერი ისე ზის ჩვენს კულტურასა და ყოველდღიურობაში, წითელი კოლჰოტს გაუჭირდებოდა აქ თავის დამკვიდრება. სხვათა შორის, აქტუალურია წითელი ფერის წინდებიც. ასე რომ, თუკი წითელი კოლჰოტის მორგებისგან თავს შეიკავებთ, შეგიძლიათ ტრენდულობისკენ მცირე ნაბიჯები ფეხზე წითელი წინდებით გადადგათ. 

ქვემოთ კი, ინსპირაციისთვის წარმოგიდგენთ ინსტა გოგოებს, რომლებმაც, რედაქციის აზრით, წითელი ფერის კოლჰოტი, თუ წინდა იდეალურად მოირგეს.

1. ლონდონში მოღვაწე უკრაინელი ინფლუენსერის, NASTYA BURLAKA-ს ლუქს წითელი კოლჰოტებით განსაკუთრებით გამოვარჩევდით. 

 

2. LOLITA MASAGUTOVA, ასევე ლონდონელი ინფლუენსერი და ქონთენთ მეიქერია, რომელმაც წითელ კოლჰოტებს წითელი აქსესუარები თამამად შეუხამა. 

 

3. ბადისებრი კოლჰოტი, მილანის მოდის კვირეულის ქუჩის მოდიდან.

 

4. მილანელი ინფლუენსერის, ENRICA-ს წითელი წინდებისა და PRADA-ს წითელი წკაპუნების შეხამება, ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Enrica (@elliiallii)

 

5. LOLITA MASAGUTOVA-ს დაბალანსებულ ლუქებში მრავლად იხილავთ წითელ კოლჰოტებს და აქსესუარებს.

 

6. ქართული ბრენდის, LALO CARDIGANS-ის დამფუძნებლის, ნინა დოლიძის წითელი, წითელი წითელი ლუქი. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nina Dolidze (@ninadolidze)

 

7. EMMANUELLE KOFFI, პარიზელი ინფლუენსერის წითელი კოლჰოტების პარიზული სთაილინგი. 

 

8. KARINA AYGISTOVA ამსტერდამელი ინფლუენსერია, მისმა წითელმა წინდებმა, ბალეტის ფეხსაცმელმა და წითელმა შარფმა ჩვენი ყურადღება უდავოდ მიიპყრო.

 

9. დიუსელდორფელი ინფლუენსერის, LARA-ს ექსპერიმენტული და თამამი ლუქი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lara (@lara_bsmnn)

 

10. თუკი წითელ კოლჰოტებს ვერ ბედავთ, ლონდონელი ინფლუენსერის, KEZIA ROSE COOK-ის მსგავსად წითელი წინდები შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ ზამთრის ლუქს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Kezia Rose Cook (@keziacook)

ზევით