#სილამაზე

REVLON-ის რევოლუციური გზა და ბრენდის საუკუნოვანი ისტორია

გაზიარება:

ამერიკული მულტინაციონალური სილამაზის, თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდი Revlon-ი სათავეს მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში (1931 წლის 1-ელი მარტი) იღებს, როდესაც თითქმის საუკუნოვანი ბრენდის ისტორიას ძმები ჩარლზ და ჯოზეფ რევსონები, ქიმიკოს ჩარლზ ლაჩმანთან ერთად დიდი დეპრესიის პერიოდში უყრიან საფუძველს. 

ბრენდი, რომლის ასეულობით სახეობის პროდუქცია მთელი დედამიწის გარშემო წარმატებით იყიდება 150 ქვეყანაში, პირველი პროდუქტით, ინოვაციური ფრჩხილის ლაქით შეიქმნა. ძმებმა რევსონებმა და ჩარლზ ლაჩმანმა თავიანთი რესურსი გააერთიანეს და უნიკალური წარმოების პროცესი შეიმუშავეს, რომელიც საღებავის ნაცვლად ფრჩხილის ლაქში პიგმენტის გამოყენებას გულისხმობდა. 

1938 წელი

ინოვაციური მეთოდის აღმოჩენის შემდეგ, Revlon-მა, რომლის სახელწოდებაშიც ასო L ჩარლზ ლაჩმანს უკავშირდება, ახალი ფერების შემუშავება დაიწყო და უკვე 1937 წელს, იმ დროისთვის ყველასაგან განსხვავებული კონცეფციითა და პროდუქციით მზად იყო მომხმარებელთან შესახვედრად. სულ რაღაც 6 წელი დასჭირდა Revlon-ს იმისათვის, რომ მილიონიანი ორგანიზაცია გამხდარიყო. მოთხოვნისა და მიწოდების პირდაპირ პროპორციულმა წარმატებულმა კავშირმა მოახერხა ისიც, რომ კომპანიის დამფუძნებლებმა სულ მალე ფრჩხილის ლაქების ახალი ხაზი გამოუშვეს და პროდუქციაში პირველი ტუჩსაცხიც დაამატეს.

1939 წელი, ტუჩსაცხის რეკლამა

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, Revlon-მა შექმნა მაკიაჟისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ახალი ხაზი აშშ-ს არმიისთვის. 1944 წელს Revlon-ი ამ მხარდაჭერისთვის Army-Navy "E" Award-ით დაჯილდოვდა.

 

1947 წელი
1948 წელი

სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც სულ რაღაც 6 წელიწადში, ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით მეორე მწარმოებელი კომპანია გახლდათ, დიდ ყურადღებასა და დროს უთმობდა რეკლამას და საზოგადოებამდე სწორი მესიჯის მიტანას. 1940 წლამდე ჟურნალში განთავსებული რეკლამები ძირითადად ხელით იხატებოდა და ყველა მათგანი შავ-თეთრი იყო, რაც ბრენდს მთავარ ხიბლს უკარგავდა; Revlon-ის მთავარი უპირატესობა ხომ სწორედ მრავალფეროვან ფერთა პალიტრაში იმალებოდა.

1950 წელი

1945 წლიდან ბრენდი სრულად გადავიდა ფერადი რეკლამების მზადებაზე. Revlon-ის კატალოგი სწრაფი ტემპით იზრდებოდა, პროდუქციას დღითიდღე ემატებოდა ახალი ფერები და ეგზოტიკური სახელწოდებები, მათ რეკლამირებაზე კი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფები: რიჩარდ ავედონი, სესილ ბიტონი და ჯონ როულინგი ზრუნავდნენ.

1952 წელი

 

1959 წელი

 

1962 წელი

1970 წელს Revlon-ი გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც საკუთარ რეკლამაში აფრო-ამერიკელი მოდელი, ნაომი სიმსი გადაიღო.

 

1970 წელი
1970 წელი

Revlon-ის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი 1970 წელი იყო. ბრენდმა პირველად გამოუშვა კოსმეტიკის ხაზი ფერადკანიანი ქალებისთვის და კამპანიის სახედ საკულტო მოდელი იმანი აიყვანა. Revlon-ის სარეკლამო კამპანიების სახეები გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი, დასამახსოვრებელი და მომაჯადოებელი ადამიანები იყვნენ. ბრენდის გადაღებაში მონაწილეობას იღებდა როგორც 13 წლის მილა იოვოვიჩი, ასევე 60 წლის ოდრი ჰეპბერნი.

 90-იანი წლების შემდეგ ბრენდმა მიდგომა შეცვალა და სუპერმოდელების ნაცვლად სარეკლამო ფოტოსესიებში მსახიობების გადაღება დაიწყო, რომელთა შორისაც იყვნენ ქეით ბოსვორთი, ჯეიმი კინგი, ჰოლი ბერი, სიუზან სარანდონი, მელანი გრიფიტი, ჯულიანა მური, ევა მენდესი, ჯესიკა ალბა, ჯესიკა ბილი, ოლივია ვაილდი და ემა სტოუნი. 

ზევით