#სილამაზე

Roger&Gallet - ფრანგული პარფიუმერული სახლის სუნამოები უკვე საქართველოშია

გაზიარება:

Roger&Gallet ის უძველესი სუნამოების ბრენდია საფრანგეთიდან, რომელიც 160 წლის მანძილზე, თაობიდან თაობისთვის გადაცემული ოსტატობის წყალობით, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ბაზარზე, . 

ფრანგული პარფიუმერული სახლი Roger&Gallet-ის სახელწოდების ქვეშ 1862 წელს დაარსდა, ჩარლზ არმანდ როჯერისა და ჩარლზ გალეტის მიერ, თუმცა ბრენდის ისტორიის ფესვები ათწლეულებით ადრე იღებს სათავეს; ჯერ კიდევ 1695 წელს, როდესაც იტალიელი ჯოვანი პაოლო ფემინისი პირველად ამზადებს Acqua Mirabilis-ს, აგრეთვე ცნობილს როგორც სასწაულმოქმედი წყალი, მომავალ ათწლეულებში კი სახელგანთქმულს როგორც Eau de Cologne. 1806 წელს ჯოვანის შთამომავალი იოჰან მარია ფარინა, მემკვიდრეობით იღებს ფორმულას და პარიზში პარფიუმერულ მაღაზიას Jean Marie Farina Rue du Faubourg-St-Honore-ს ხსნის.

Roger&Gallet-ს იმ პერიოდში ისეთი თაყვანისმცმემლები ჰყავდს, როგორებიც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი და დედოფალი ვიქტორია არიან.

1862 წელს, ფრანგული სუნამოების ბრენდის ისტორიაში ჩარლზ არმანდ როჯერი და ჩარლზ გალეტიც ჩნდებიან, რომლებიც პარფიუმერიის ბიზნესს მარია ფარინასგან ყიდულობენ და რებრენდიგნის შემდეგ მის გამოშვებას Roger&Gallet-ის სახელით იწყებენ. „ტრადიციით ავანგარდი“ Roger&Gallet-ის სახლის ხელწერად დაარსების დღიდან იქცევა, ინოვაციური და ძვირადღირებული პროდუქტების წყალობით, პარფიუმერული სახლი ქმნის სამკურნალო საშუალებებისა და სუნამოების უნიკალურ და განსაკუთრებულ სამყარო. 

კომპანიამ მალევე სახელი გაითქვა თავისი მდიდრული აბაზანის საპნებით, რომლებიც 1879 წელს პირველად გამოჩნდა მრგვალი ფორმის სახით, აბრეშუმის ქაღალდითა და ბეჭდით, რომლებიც დღემდე უცვლელად გამოიყენება.

როგორც ახლა, თითქმის ორი საუკუნის წინაც, სილამაზის პროდუქტის შეფუთვასაც ისეთივე მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა, როგორც თავად პროდუქტს. ლამაზი მოტივები, ფერები და ელეგანტური გრაფიკა მყიდველის თვალებისთვისაც უნდა ყოფილიყო სიამოვნების მომგვრელი, სწორედ ამ იდეით, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის, Roger&Gallet სუნამოებს ატლასის, აბრეშუმის ან ყველაზე დელიკატურ ხის ყუთებით აწვდიდა მომხმარებელს. ფრანგული პარფიუმერული სახლი დიდ ძალისხმევას დებდა ფლაკონის ვიზუალების შექმნაშიც, Roger&Gallet მუშაობდა ყველაზე ცნობილ მინისა და ბროლის შემქმნელთან ოსტატ რენე ლალიკესთან და საერთო ძალებით ქმნიდა ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ შეფუთვებს.

სილამაზის სამყაროს დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბრენდის სურნელოვანი ბოთლები დამზადებულია 25%-იანი გადამუშავებადი მინისგან, თითოეული ყუთი კი ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდისგან.

სულ რამდენიმე დღის წინ, ფრანგული სუნამოების ბრენდი 160 წლიანი ისტორიით საქართველოშიც გამოჩნდა. Roger&Gallet-ის პროდუქცია ექსკლუზიურად სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია წარმოდგენილი. ქართული პრესისა და მედიისთვის თბილისში გამართულ ბრენდის პრეზენტაციას, Roger&Gallet-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აუდიტორიას სუნამოს შექმნისა და მისი განვითარების ისტორია უამბეს. 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ 8 სხვადასხვა არომატის მქონე სუნამოს, რომლებიც ყვავილებისა და ხილის ნატურალურ ექსტრაქტებზეა დამზადებული.

ზევით