#ცნობილები

როგორ დავგეგმოთ დღე გვინეტ პელტროუს მსგავსად

გაზიარება:

გვინეტ პელტროუ თანამედროვე ველნეს სამყაროს ნამდვილი გურუა, ვებ-გვერდის Goop-ის დამსახურებით, მსახიობი მილიონობით ქალს აძლევს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარონ საკუთარი სხეული და გაუფრთხილდნენ მას, თუმცა ეს გვინეტის ერთადერთი მოვალეობა ნამდვილად არ გახლავთ, ის მზრუნველი დედა, ბედნიერი ქალი, წარმატებული მსახიობი და ბიზნესვუმენია, რომლის დღე ყოველთვის წინასწარაა გაწერილი.

გვინეტ პელტროუს დღის გეგმა, ძილის რეჟიმი, კვების რაციონი და ვარჯიში საგულდაგულოდაა წინასწარ გაწერილი და მსახიობიც ამ ტემპს უცვლელად მიჰყვება.

06:00 საათი

მსახიობი დღეს საკმაოდ ადრე, დილის 6 საათზე იწყებს, ბავშვების გამოფხიზლების შემდეგ, გვინეტი საყვარელ სმუზს იკეთებს, რათა დილიდანვე მიანიჭოს სხეულს საკმარისი ძალა და ენერგია მთელი დღისთვის.

06:30 საათი

ოჯახური დილა და საუზმე გვინეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მსახიობი შვილებთან ერთად, სანამ ისინი სკოლაში წავსლენ, აუცილებლად საუზმობს დილაობით. ოჯახური საუზმე მარტივია: კვერცხის ტოსტები ლიმონის ექსტრაქტიან ზეთში. 

გვინეტი იშვიათად საუზმობს დილაობით, თუმცა ბავშვებთან ერთად ჯდება მაგიდის გარშემო და მათ გახალისებას ცდილობს. მსახიობისთვის დილის მამოძრავებელი ძალა მისი სმუზია, რომელსაც ის საკუთარი ხელით ამზადებს და ყოველთვის რწმუნდება, რომ მისი ჯადოსნური სასმელი საკმარის ინგრედიენტებს შეიცავს, რათა მან საუზმის ჩანაცვლება შეძლოს.

09:00 საათი

მსახიობის თქმით, მისი მამოძრავებელი ძალა ვარჯიშში იმალება, ამიტომ პელტროუ სამსახურში წასვლამდე აუცილებლად ასწრებს ვარჯიშს ტრეისი ანდერსონის მეთოდით, რომელსაც უკვე წლებია მიმართავს.

ყოველთვის არ ვარ ვარჯიშის განწყობაზე, თუმცა ეს ჩვევასავით გამოვიმუშავე, ისევე როგორც კბილების გახეხვა. უკვე ათწლეულია ტრეისი ანდერსონის ნამდვილი გულშემატკივარი ვარ 

გვინეტის ვარჯიში 45-წუთიან აერობიკას მოიცავს, ბოლოს კი აუცილებლად ან საჯდომის ვარჯიშებით ან კარდიოთი ასრულებს.

10:00 საათი

თავის მოვლა გვინეტ პელტროუს დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, სწორედ ამიტომ ამ დროს ის მაქსიმალურად უთმობს გალამაზების პროცედურებს. როგორც გვინეტი აცხადებს, მან მედიტაციით დაკავებაც სცადა დღის ამ მონაკვეთში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ განრიგს სერიოზულად უშლიდა ხელს, ამიტომ უფრო მარტივი პროცედურებით დაკავება განიზრახა.

11:00 საათი

გვინეტის დღე ოფისში სტუმრობით გრძელდება, Goop-ში მსახიობი რამდენიმე საათს ატარებს და კომპანიის სამომავლო გეგმებს ან სულაც ბლოგისთვის ახალ თემებსა და რჩეებს განიხილავს და კონტენტს ქმნის.

13:00 საათი

მსახიობის დღის გეგმაში ლანჩის დრო დგება და გვინეტი ხშირად სახლიდან წამოღებულ, საკუთარი ხელითვე მომზადებულ საჭმელს მიირთმევს. პელტროუ უპირატესობას მსუბუქ ლანჩს ანიჭებს, რომელიც დაბალანსებულია ცილებისა და ნახშირწყლების ბალანსით, მსახიობს ძალიან უყვარს ბოსტნეულის მიქსი და ყავისფერი ბრინჯი.

14:00 საათი

ლანჩის შემდგომი დრო მეილების განხილვას, ზარებზე პასუხსა და ხშირად ინტერვიუებს ეთმობა, ამ ყველაფერს რამდენიმე საათი სჭირდება და გვინეტი მას მაქსიმალურად იყენებს.

17:00 საათი

გვინეტი ჯანსაღ კვებას როგორც საკუთარ, აგრეთვე შვილების რაციონშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სწორედ ამიტომ სახლში დაბრუნებული დედა გარკვეულ დროს სამზარეულოში ატარებს, რათა შვილებს საჭმელი მზად დაახვედროს, შემდეგ კი დროს კვლავინდებურად საკუთარ თავს უთმობს. 

20:00 საათი

Me Time ყველა ქალის დღის მნიშვნელოვანი ეტაპია, დატვირთული სამუშაო დღის და ბავშვებთან ერთად გატარებული დროის შემდეგ, გვინეტი ცდილობს ღამე მეგობრებთან ერთად საჭმლისა და სასმელების თანხლებით გაატაროს და უბრალოდ ცხოვრებით დატკბეს.

ზევით