კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ჩვენ კი ცხოვრების ჩვეულ ტემპს ჯერაც ვერ დავუბრუნდით, მეტიც დღემდე Covid 19-ის გვერდით გვიწევს ცხოვრება, სოციალური დისტანციისა და პირბადის თანხლებით და მაშინ, როდესაც სახის 70 პროცენტი ნიღბითაა დაფარული, ჩვენი კანი შველას ხმამაღლა გვთხოვს.
როგორ მოვუაროთ სახის კანს მთელი დღით პირბადის ტარების პროცესში და როგორ შევინარჩუნოთ სახის ელასტიურობა და ბზინვარება დღეს სწორედ ამის შესახებ გესაუბრებით.
გასუფთავება
არ აქვს მნიშვნელობა დღის განმავლობაში მაკიაჟს ატარებდით თუ არა, სახლში მისულებმა აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა გაისუფთაოთ სახის კანი და სასურველია ძილის წინ ორეტაპიანი წმენდა ჩაიტაროთ.
Posay Effaclar Cleansing Gel
ყიდვა
PH ბალანსის აღდგენა
კანის გასუფთავების შემდეგ PH ბალანსის აღდგენის დრო დგება, რაც იმას გულისხმობს, რომ თავის მოვლის რიტუალში თქვენი კანის მიხედვით შერჩეული ტონერი უნდა დაამატოთ, რომლის მთავარი მოვალეობაც სახის გაწმენდის შემდეგ მისი ბალანსის აღდგენაა.
Protein Mist Enzyme Toner
ყიდვა
დატენიანება
რაც შეეხება დატენიანების ეტაპს, ამ მნიშვნელოვან საფეხურზე გირჩევთ, ღრმა დატენიანების ეფექტის მქონდე პროდუქტები გამოიყენოთ. აგრეთვე ღამის განმავლობაში გამოიყენეთ სახის ნიღბები, რომლებიც დეტოქსისა თუ დამამშვიდებელი ეფექტით მთელი ღამის განმავლობაში თქვენი კანის გალამაზებაზე იზრუნებენ.
Clinique Moisture Surge 100 Hour Auto-Replenishing Hydrator
ყიდვა
REN Clean Skincare Evercalm Overnight Recovery Balm
ყიდვა