#სილამაზე

როგორ მოვამზადოთ კანი ზამთრის სეზონისთვის

გაზიარება:

| სოფო შერგელაშვილი |

ზამთრის დადგომასთან ერთად აუცილებელია კანის მოვლის რუტინის შეცვლა. ქარი, ცივი ტემპერატურა და მშრალი ჰაერი ფიტავს და აშრობს კანს. ამასთან ერთად,  ტემპერატურის სწრაფი ცვლილება, კვების რაციონის შეცვლა, მათ შორის ჩვეულებრივზე მეტი შაქრისა და ცხიმის მიღება (რაც მზის შუქის ნაკლებობის საპასუხოდ ხდება), იწვევს გამონაყარს, კანის აქერცვლას და ქავილსაც კი.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ზამთრის რუტინაში:

სიფრთხილით შეარჩიეთ გამწმენდი.

გამწმენდებმა შეიძლება თქვენი კანი ბუნებრივი ზეთებისგანაც გაასუფთაოს, გამოაშროს და დროთა განმავლობაში უფრო შესამჩნევი გახადოს წვრილი ნაოჭები. ჩემი რჩეული სახის გამწმენდი Youth To The People-ის Superfood Antioxidant Cleanser-ია, რომელიც, სხვა დანარჩენ პროდუქტებთან ერთად Sephora-ს საიტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ.

skin care

ყიდვა

 

ხშირად გაიკეთეთ კანის ექსფოლაცია.

მკვდარი უჯრედები ფოლიკულებს ახშობს, რაც თავის მხრივ შეშუპებას და გამონაყარს იწვევს. გარდა იმისა, მკვდარი უჯრედები კანის მოვლის საშუალებებს ხელს უშლის ეპიდერმისში სიღრმისეულად შეაღწიონ და თავისი ფუნქციები მაქსიმალურად შეასრულონ. კვირაში 3-ჯერ, სახლის პირობებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ექსფოლაცია, ეს დაგეხმარებათ კანის სიღრმისეულ გასუფთავებაში.

ჩემი რჩეული ექსფოლაციის პროდუქტია The Ordinary-ის Lactic Acid 10% + HA.

the oridnary

ყიდვა

 

ზამთარში ინტენსიური დამატენიანებელი დაგჭირდებათ.

დატენიანება ესაჭიროება როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან კანს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც ზამთარში შეგიძლიათ - ეს დამატენიანებლის შეცვლაა, რომელიც ოდნავ უფრო სქელი და უფრო მდიდარი იქნება შემადგენლობით. საკმაოდ კარგი დამატენინაბელი აქვს The INKEY List-ს Peptide Moisturizer-ის Peptide Moisturizer-ის სახით.

ყიდვა

 

დაამატეთ ბუსტერი.

ჰიალურონის მჟავა ძალიან კარგად ატენიანებს კანს. კარგია, თუ კი ნოტიო კანზე დაიტანთ ბუსტერს და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვამთ დამატენიანებელს. მე არჩევანს Caudalie-ის Vinosource-Hydra Serum-ზე ვაჩერებ.

კოდალი

ყიდვა

 

დაიცავით ტუჩები.

დილით ტუჩის ბალზამის მსუბუქი ფენა წაისვით  და ნურც ძილის წინ დაგავიწყდებათ ტუჩების მკვებავი ტუჩსაცხის წასმა, რათა ტუჩები ღამით არ გამოშრეს. მე გირჩევთ Skinfix-ის Barrier+ Lip Repair Balm-ს.

ბალმი

ყიდვა

 

არ დაგავიწყდეთ SPF-ი.

მზისგან დამცავი საშუალება რუტინის აუცილებელი შემადგენელია, მაშინაც კი, როდესაც გარეთ სუსხი და ზამთარია. Paula's Choice-ს 50% დამცავი RESIST Youth-Extending Daily Hydrating Fluid საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. 

ყიდვა

ზევით