#მოდა

მარადიული თავსატეხი - როგორ შევარჩიოთ სწორი ზომის ლიფი?

გაზიარება:

მარადიულ შეკითხვაზე „რა ზომის ლიფი უნდა ჩავიცვათ“, სწორი პასუხი არსებობს! მთავარია ჩვენი სხეულის მონაცემებიდან გამომდინარე, ლიფის ზომა სწორედ გამოვთვალოთ.

ლიფის ზომა, გამოთვლა

კვლევების მიხედვით ქალების 70% არა სწორი ზომის ლიფს ატარებს, რასაც რიგი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მათ შორისაა წელის ტკივილი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და ა.შ. ამიტომ, ლიფის შეძენისას ზუსტი ზომის შერჩევა აუცილებლობას წარმოადგენს.

როგორ მივხვდეთ, რომ არასწორი ზომის ლიფი გვაცვია?

არასწორი ზომის ლიფის ტარების პირველი ნიშანი გვერდებიდან გადმომავალი კანია. თუ თქვენი მკერდი ე.წ. ჭიქაში ზუსტად არ თავსდება, ზედმეტი კანი გვერდებიდან გადმოსვლას იწყებს. არასწორი ზომის ლიფის ტარებისას მკერდის ცენტრალურ ნაწილში ადგილი არ გვრჩება. თუ თქვენთვის შეუსაბამო ზომის ლიფს ატარებთ, არასწორი ზომა ხელს მოძრაობისას შეგიშლით, მაგალითად ხელების ზემოთ აწევისას, ლიფი მკერდს ზემოთ აჰყვება და გადაადგილდება.

მანამ, სანამ The Diary-ის ცხრილში თქვენს ზუსტ ზომას აღმოაჩენთ, გაითვალისწინეთ:

თუ თქვენი ჭიქის ზომა ცხრილში მითითებულ ორ ზომას შორის მოექცა, შეარჩიეთ უფრო დიდი. თუ თქვენი გარშემოწერილობის ზომა ცხრილში მითითებულ 2 ზომას შორის მოექცა, შეარჩიეთ პატარა ზომა.

როგორ გამოვთვალოთ ჩვენი ბიუსტჰალტერის ზომა?

ნაბიჯი 1:

დადექით წელში გამართული და საზომი შემოივლეთ წელის ზედა ნაწილზე, მკერდს ქვემოთ. ეს თქვენი წელის გარშემოწერილობაა (Band Size)

ლიფიზ ზომის გამოთვლა, გაზომვა

ნაბიჯი 2:

დადექით წელში გამართული და საზომი მკერდის ყველაზე გამობურცული ნაწილის გასწვრივ შემოივლეთ. ეს თქვენი ე.წ. ჭიქის ზომაა (Cup size)

ლიფის გაზომვა

ნაბიჯი 3:

მოძებნეთ თქვენი გარშემოწერილობა და ჭიქის ზომა ცხრილზე.

ლიფის ზომა, ბიუსტჰალტერის ზომა, ცხრილი

გაითვალისწინეთ!

უცხოურ ვებ გვერდებზე ლიფის ზომების ცხრილი ინჩებით (inches) ითვლება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცხრილი კი სანტიმეტრებშია გაკეთებული. მთავარია იცოდეთ თქვენი ზუსტი ზომები სანტიმეტრებში. ამ შემთხვევაში თქვენი ზომის გამოთვლას ნებისმიერი (ამერიკული, ევროპული, თუ ჩინური) ცხრილის საშუალებით შეძლებთ.

P.S.

ჩვენი ცხრილის მიხედვით შეძლებთ გამოთვალოთ ჭიქების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით: A, B, C, D, E, F, თუ G. მოგეხსენებათ, რომ არსებობს AA, AB, BC და ჭიქების ბევრი სხვა კომბინაცია. როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენი ზუსტი გარშემოწერილობით ზუსტი ზომის დასახელებას ნებისმიერ ცხრილში მიაგნებთ. (იმისათვის, რომ საქმე გაიმარტივოთ, ლიფის ზომა სანტიმეტრებში და-google-ეთ). 

ზევით