როგორ ვიყოთ ბედნიერები

გაზიარება:

არის თუ არა ბედნიერება მოსიყვარულე ოჯახი, წარმატებული კარიერა ან სიმდიდრე? ხშირად ბედნიერებისკენ სწრაფვას შეუძლია ხელი შეუშალოს ამ ბედნიერების მიღწევას.  ბევრი ფულის, სწორი და ლამაზი ოჯახის, წარმატებული კარიერის ქონა, სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტი ბედნიერების შეგრძნებას.  ყველაფერი ფარდობითია და ხშირად ყველაზე ბედნიერ ადამიანებს ყველაზე მარტივი და უბრალოდ ცხოვრება აქვთ. ბედნიერება საკუთარ შინაგან სამყაროში და თვითკმაყოფილებაში უნდა ეძიოთ. ბედნიერების აღქმა ნახევრად სავსე, ნახევრად ცარიელ ჭიქის ფილოსოფიას ჰგავს, გააჩნია როგორ შეხედავ მას და როგორ მიიღებ. აბსოლუტურად იდეალური ცხოვრება არ არსებობს და ეს უტოპიური აზრია.

მრავალია კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბედნიერება 50% გენეტიკურია, 10-20% ცხოვრებისეული გარემოებები და 30-40% დაკავშირებულია ჩვენს აზრებთან და მოქმედებებთან.  

წარმოგიდგენთ 5 მარტივ მაგალითს, რომელიც მეცნიერების მიერ მხარდაჭერილია და ბედნიერების შეგრძნებაში  დაგეხმარებათ:

1. ბედნიერები ცხოვრების ფუნდამენტია: ხარისხიანი ძილი, დიეტა, ვარჯიში (გადადგით დღეში 10,000 ნაბიჯი, ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება) და სტრესის მართვა.  

2. აისხლიტეთ თქვენსკენ მომართული ნეგატივი და დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი რამ, მანამ, სანამ ნეგატივს უპასუხებთ, დრო მიეცით საკუთარ თავს დამშვიდდეთ, გაანალიზოთ სიტუაცია და მას პოზიტიური კუთხით შეხედოთ. მაგალითად, პანდემიას უმეტესობა კატასტროფად მიიჩნევს, მაგრამ შესაძლოა მას პოზიტიური კუთხითაც შევხედოთ. ჩვენ გვაქვს მეტი დრო, რომ ოჯახს დავუთმოთ, წავიკითხოთ საყვარელი წიგნები და ვუყუროთ ფილმებს. 

3. გაიღიმეთ და მთელი მსოფლიო გაიღიმებს თქვენთან ერთად.  პოზიტიურობა გადამდებია, რაც უფრო მეტს გაიღიმებთ და გამოხატავთ ენთუზიაზმს, მით უფრო მეტად აისახება ეს თქვენზე და თქვენს  გარშემომყოფებზე.

4. მადლიერება: ყოველ დილით ან/და საღამოს, იფიქრეთ სამ რამეზე, რისთვისაც მადლიერი ხართ. ამაზე ფიქრი კარგ გუნებაზე დაგაყენებთ.

5. ჩაიდინეთ სიკეთე: გაეცით თქვენი დრო ან გაახარეთ კომპლიმენტით ან საჩუქრებით ადამიანები, ვისაც ეს ძალიან ჭირდება. იყავით თუნდაც ერთი დღე ქველმოქმედი. საკუთარი სიკეთის მიმართვა სხვების მიმართ თქვენს ბედნიერებას ზრდის.

ზევით