როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ბექჰემების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდამ ექცევა და მიზეზი კი მათი იდეალური ოჯახური ურთიერთობები, წარმატება და სტილია, რომელიც უდაოდ, ბექჰემების ოჯახის ყველა წევრს გამოხატულად გააჩნია.
დევიდ ბექჰემი 90-იანი წლებიდან ერთ-ერთ გემოვნებიან მამაკაცად ითვლება და როგორც ჩანს, 18 წლის რომეო ბექჰემი დევიდს კვალდაკვალ მიყვება. აღსანიშნავია, რომ შვილი მამის კარიერულ კვალს არ გაყვა და ფეხბურთს მოდელობა ამჯობინა.
დაათვალიერეთ მამა-შვილის ფოტოგალერეა, სადაც ვარცხნილობითა თუ ჩაცმულობის სტილით, დევიდი და რომეო გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს.