#მოდა

რომი შნაიდერის საზაფხულო სტილი ფილმში La Piscine

გაზიარება:

ჟაკ დერეის 1969 წელს გამოსული იტალიურ-ფრანგული ფილმი, La Piscine, გერმანელი მსახიობის რომი შნაიდერის შემოქმედების მწვერვალად არის მიჩნეული. როგორც რომის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ და კრიტიკოსებიც ადასტურებენ, ეს ყველაზე რეალური, ღრმა და აღმაფრთოვანებელი შესრულება გახლდათ, რომელიც შნაიდერის სამსახიობო კარიერაში ოდესმე ეკრანებზე გვინახავს. რომის გამობრწყინება ბევრი მიზეზით აიხსნება, ის თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშიროთ მსახიობის დაბრუნებას კინოსამყაროში და ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულთან გაერთიანებას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს La Piscine-ს კოსტიუმების დიზაინერი André Courrèges, რომელსაც რომის სიკაშკაშეში ლომის წვლილი მიუძღვის.

რომი შნაიდერი, რომი შნაიდერის სტილი, La Piscine,

 André Courrèges მინიმალიზმით, მოდერნიზმითა და ხშირად ფუტურიზმით გამოირჩეოდა, მისი დიზაინები ცოცხალ ფერებს აერთიანებდნენ, მათ შორის მწვანეს, ლურჯსა და ყვითელს, თუმცა მათთან თანაარსებობდა მარტივი, თუმცა მრავლისმთქმელი თეთრი და შავი. ფრანგი დიზაინერის მრავალწახნაგოვანი შემოქმედება ნათლად აისახა La Piscine-ს კოსტიუმებში, Courrèges სილუეტებმა კი დროს გაუძლეს.

სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ რომი შნაიდერთან ერთად, La Piscine-ში, ფილმის ორი მთავარი გმირიც: ალენ დელონი და ჯეინ ბირკინი იმ დროს პოპულარობის ზენიტში იყვნენ და დღეს სამივე სტილის ხატებად ითვლებიან, თუმცა დღეს ყურადღებას რომიზე და მის დახვეწილ ჩაცმულობაზე შევაჩერებთ, რომელიც თამამად შეიძლება იქცეს თქვენი საზაფხულო შთაგონების წყაროდ.

ზევით