#სილამაზე

როზი ჰანთინგთონ-უაითლის მარტივი რუტინა დაზიანებული თმისთვის

გაზიარება:

ინგლისელმა სუპერმოდელმა როზი ჰანთინგთონ უაითლის საკუთარ Instagram გვერდზე დაზიანებული და გამომშრალი თმის მოვლის მარტივი რუტინა გაგვიზიარა და რჩეული თავის მოვლის ბრენდი shu uemura-ც გაგვაცნო.

"როდესაც ჩემი თმა ძლიერადაა დაზიანებული ცხელი სტაილინგის მოწყობილობებისგან ან ზედმეტად მგრძნობიარე ხდება, ეს გახლავთ ჩემი აღმდგენი რიტუალი @shuuemura_artofhair-თან ერთად. The Ultimate Reset შეიცავს ბრინჯის წყალს, რომელიც ეხმარება თმას გაძლიერებასა და გაყოფილ ბოლოებთან ბრძოლაში" - დაწერა როზიმ ვიდეოს აღწერაში, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ გადის თავის მოვლის თითეულ საფეხურს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rosie HW (@rosiehw)

დაზიანებულ თმაზე ზრუნვა როზისთვის, Ultimate Reset Shampoo for Very Damaged Hair-ით იწყება, რომელსაც ამავე ბრენდის აღმდგენი ნიღაბი მოსდევს, ბოლო საფეხური კი სუპერმოდელისთვის თმის სპეციალური სავარცხლით დავარცხნას გულისხმობს.

როზი ჰანთინგთონ-უაითლის რჩეული თმის პროდუქტების შეძენა @sephora-ზეა შესაძლებელი.

ზევით