#სილამაზე

Rouge Noir: Chanel-ის საკულტო ჩრდილის შექმნის დაუჯერებელი ისტორია

გაზიარება:

Chanel-ის Rouge Noir, კოკო შანელის საყვარელი ფერი, სამართლიანად იქცა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჩრდილად. 90-იან წლებში, პარიზის მოდის კვირეულზე დებიუტის შემდეგ, Rouge Noir ათწლეულების მიღმაც რჩება ყველაზე სასურველ და იდუმალ ფერად, როგორც მოდის, ასევე სილამაზის სამყაროში.

Chanel, Rouge Noir, ისტორია,

და სანამ, Rouge Noir სილამაზის ინდუსტრიაში ურყევი სტატუსით და ლეგენდის სახელით სარგებლობს, მისი წარმოშობის ისტორია ურბანულ მითთან არის დაკავშირებული. მართალია, მისი დებიუტი ფრანგული მოდის სახლის, 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე ჩნდება, თუმცა მისი და Chanel-ის ისტორია ბევრად ადრე იღებს სათავეს. ჯერ კიდევ 1926 წელს კოკო შანელი საყვარელ ფერს აღწერდა, როგორც ყველასათვის სასურველ „წითელ-შავს“ და მას აქტიურად იყენებდა სამოსის შექმნის პროცესში. 

Chanel, Rouge Noir, ისტორია,

LONGWEAR NAIL COLOUR

ყიდვა

პარიზში 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის დებიუტამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე, ვიზაჟისტმა ჰეიდი მორავეცმა გადაწყვიტა შეემნა ჩრდილი ჟურნალში ნანახ შავ-თეთრ ფოტოზე დაყრდნობით. მან და დომინიკ მონკურტუამ, იმ დროისთვის Chanel-ის მაკიაჟის შექმნის დირექტორმა, სამზარეულოს მაგიდაზე, იმპროვიზირებული ლაბორატორია მოაწყვეს და პანიკურად აურიეს შავი და წითელი პიგმენტები. სწორედ, მათ მიერ შექმნილი ფორმულა იყო Le Vernis Rouge Noir-ის პირველი ვერსია, რომლის ფერი შემდეგ ლაბორატორიაში დახვეწეს და 2 დღეში პოდიუმზეც წარადგინეს.

Chanel, Rouge Noir, ისტორია,

Chanel-ის Rouge Noir-მა კულტურაში არა ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, ამ მომაჯადოებელ ელფერს პოპულარობა არასდროს აკლდა, დებიუტის შემდეგ ხომ ფრჩხილის ლაქი 1 დღეში სრულად გაიყიდა, თუმცა კვენტინ ტარანტინოს ცნობილი Pulp Fiction-ში უმა თურმანის თითებზე გამოსახულმა Rouge Noir-მა, თუ მადონას მუსიკალურ ვიდეოში (Take a Bow) გამოჩენამ, მისი დიდება გააორკეცა.

ზევით