როზი ჰანთინგთონ-უაითლიმ სადებიუტო სილამაზის ხაზი გამოუშვა

როზი ჰანთინგთონ-უაითლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია, სუპერმოდელი და მისი საქმრო ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან, ამის პარალელურად კი როზიმ სადებიუტო Rose Inc სილამაზის კოლექცია გამოუშვა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rosie HW (@rosiehw)

სილამაზის სამყარო ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. მას შემდეგ, რაც 16 წლისამ სამოდელო კარიერა დავიწყე, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი სილამაზის პროდუქტების ტრანსფორმაციით.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rosie HW (@rosiehw)

როზის თქმით, ის ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა მის ვიზაჟისტებს და სტილისტებს და ამ დაკვირვებამ მას ცხოვრებაში დიდი ცოდნაც შესძინა, თუმცა ჰანთინგთონ-უაითლის კარგად ჰქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ საკუთარი სილამაზის ხაზის გამოშვებას მხოლოდ პირადი ცოდნით ვერ შეძლებდა, სწორედ ამიტომ გარშემო საქმის ნამდვილი პროფესიონალები შემოიკრიბა და სადებიუტო კოლექციის მზადებასაც შეუდგა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rosie HW (@rosiehw)

Rose Inc-სთვს შექმნილი პირველი კოლექცია Modern Essentials თავის მოვლისა და მაკიაჟის პროდუქტებს აერთიანებს,  "ეს ის მთავარი პროდუქტებია, რომელთა გარეშე ცხოვრება არ შემიძლია" - განაცხადა როზიმ

ზევით