#სილამაზე

ნამზეურის გახანგრძლივების 3 ოქროს წესი

გაზიარება:

ყველა წესის დაცვით, SPF-ის ყოველდღიური გამოყენებით და კანის სწორად მოვლით მიღებული რუჯის შენარჩუნების დრო დგება. თითოეულ ჩვენგანს გვსურს, რომ მზისგან მიღებული ფერი რაც შეიძლება დიდხანს გაგვყვეს, თუმცა ამ პროცესს ხშირად ჩვენივე მავნე ჩვევები უშლიან ხელს. წარმოგიდგენთ 3 ოქროს წესს, რომლებიც ოქროსფერი ბზინვარების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

1. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი

თუკი არსებობს საფეხური, რომელიც რუჯის გახანგრძლივების პროცესში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ - ეს შხაპის მიღების შემდეგ, სხეულის სრულფასოვნად დატენიანებაა. დარწმუნდით, რომ თქვენს კანს არ აქვს არც ერთი მიზეზი იმისათვის, რომ გამოშრეს, რადგან ამის შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა უბრალოდ აღარ არსებობს.

2. უარი თქვით ცხელ შხაპზე

თქვენი რუჯის და მასთან ერთად კანის ჯანმრთელობის უპირველესი მტერი ცხელი შხაპია, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. ცხელი შხაპი კანის გამოშრობის პროცესის ერთ-ერთი წინაპირობაა, დროებით გადადით ნელ-თბილ წყალზე და მიეცით თქვენს საფარველს სუნთქვის საშუალება.

3. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი

ზუსტად არ ვიცით კიდევ რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ იმ ფაქტში, რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღებას უამრავი დადებითი მახასიათებელი აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, ერთ-ერთი მათგანი კი რუჯის გახანგრძლივებაშიც შეგვიძლია ვიპოვოთ. აგრეთვე მიირთვით ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, მაგალითად: პაპაია, ბატატი და მანგო.

ზევით