საახალწლო მაკიაჟი 2020

festive makeup

ძალიან, ძალიან მალე, წელიწადის ყველაზე ზღაპრული და ჯადოსნური დრო დგება! იმისათვის, რომ ახალი წლის ღამეს თავი ყველაზე მომხიბვლელად იგრძნოთ, სპორტული ტანსაცმელი შორს მოისროლეთ, კარადიდან ყველაზე ლამაზი სამოსი გამოიტანეთ და აქსესუარებთან ერთად, მაკიაჟზე დაიწყეთ ზრუნვა.

ᴛʜᴇ 𝐃ɪᴀʀʏ-ს სარედაქციო გუნდი გირჩევთ, ძირითადი აქცენტი თვალებზე გაამახვილოთ. თვალის ჩრდილებში უპირატესობა მაქსიმალურად მბზინვარე და მკვეთრ ტონალობებს მიანიჭეთ. ახალი წელი ის პერიოდია, როდესაც საკუთარ თავს მაქსიმალურად გამოპრანჭვის უფლება შეგიძლიათ მისცეთ. რაც შეეხება ტუჩებს, შეეცადეთ მაქსიმალურად სადა და ტუჩის ფერთან მიახლოებული საცხი შეარჩიოთ, თუმცა, თუ ძალიან თამამი ქალების ტიპს მიეკუთვნებით და მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის, go ahead! წითელი ტუჩსაცხი წაისვით.

HOLLYWOOD-ის მაკიაჟის  ლუქები, რომლებიც ახალი წლისთვის გამოგადგებათ

ლუსი ბოინტონი

ლუსი ბოინტონმა, ბრიტანელ - ამერიკელმა 24 წლის მსახიობმა მაკიაჟის დროს აქენტი თვალებზე გააკეთა.

მაროგ რობი

მაროგ რობიმ, ქერათმიანმა ავსტრალიელმა მსახიობმა მკვეთრი, თუმცა ავადროუალად პასტელური მაკიაჟი არჩია, რამაც მისი თვალების ფერი კიდევ უფრო გამოკვეთა. თვალის ტუში კი მინიმალურად გამოიყენა. 

კრისტე სტუარტი

კრისტენ სტუარტი CHANEL-ის ფავორიტი მოდელია, ბრენდის სილამაზის სპეციალისტებმა ზუსტად იციან როგორი მაკიაჟი უნდა შეურჩიონ მსახიობს. 

როზი ჰანტინგტონ უიტლი როზი ჰანტიგნრონ უიტლი იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად მკვეთრი აქცენტი გააკეთო თვალებზე და ამავდროულად არ გადაამლაშო.

ზევით