საახალწლო MUST HAVES

თუ მთელი წლის მანძილზე საკუთარ თავს საქმით, პრობლემებზე ფიქრით, ყოველდღიური ნიუანსების გათვალისწინებითა და სხვა “დიდური” საქმიანობით ვიზღუდავთ, წელიწადში ერთხელ მაინც ყველას გვაქვს ისევ ბავშვობაში დაბრუნების უფლება. ახალი წელი ყველაზე ზღაპრული, ლამაზი, კეთილი და ბედნიერი პერიოდია. მაშ, რა არის საჭირო ზღაპრული ახალი წლის მოსაწყობად? საცივის და ბაჟეს მიმართულებიდან გადავუხვიოთ და იმ სიას გადავხედოთ, რომელშიც ყველაფერია სახლში მყუდრო სადღესასწაულო გარემოს შესაქმნელად.

ლამაზი ნაძვის ხე

ზღაპრული ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბოლოდროინდელი ტენდენციებით, არჩევანი ორ რადიკალურ მიმართულებას შორის უნდა გავაკეთოთ - მინიმალიზმი, ან მაქსიმალიზმი.

დარიჩინი მომაჯადოვებელი სურნელისთვის

არაფერი ქმნის საახალწლო განწყობას ისე, როგორც დარიჩინის განუმეორებელი სურნელი, ამიტომ დარიჩინის რამდენიმე ჩხირი საჩენ ადგილას იქონიეთ, ან დეკორაციებში გამოიყენეთ.

გამომშრალი ფორთოხლის დეკორაცია

ასევე საახალწლო დეკორაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გამომშრალი ფორთოხალი, რომლითაც ნაძვის ხის გარდა სანათების, კედლების, თუ სუფრის გაფორმებაა შესაძლებელი.

საახალწლო განათებები

ზღაპრული, ბრჭყვიალა შუქების გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ჩვენ ერთი ფერის განათებების გამოყენებას გირჩევთ. კიდევ უფრო მყუდრო გარემოს ქმნის ყვითელი ფერის განათება.

ბაძგის დეკორაცია

ბაძგი, ან ზამთრის ალუბალი სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ორცხობილის საახალწლო სოფელი

მინიატურული საახალწლო სოფელი სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ. მითუმეტეს, თუ ის ორცხობილისგანაა გაკეთებული და მისი გადასანსვლის პერსპექტივაც არაა შორს.

ბალიშები საახალწლო ორნამენტებით

გირჩევთ, სახლის დეკორში საახალწლო თემატიკის ტექსტილი გამოიყენოთ, მაგალითად ღდეკორატიული ბალიშები საახალწლო ორნამენტებით. მეტიც, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბალიშისთვის ახალი შეფუთვა თავად შეკეროთ და გააფორმოთ.

საახალწლო თემატიკის ყავის ჭიქა

ცივი ზამთარი ცხელი შოკოლადის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ სუსხიანი სეზონისთვის საახალწლო თემატიკის, დიდი ზომის ჭიქა შეარჩიეთ.

ზევით