საახალწლო სამზადისი წელს თიბისი კონცეპტისა და Glovo-ს მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა

ახალი წლის გრანდიოზულად აღნიშვნა ყველას გვინდა, თუმცა დრო იშვიათად თუ გვყოფნის ყველაფრის დასაგეგმად. განსაკუთრებით დიდ დროს საჩუქრებზე ფიქრსა და საყიდლებზე სიარულს ვუთმობთ. მოიფიქრე უკვე რა სიურპრიზს გაუკეთებ საყვარელ ადამიანს? როცა საჩუქრებზე ვფიქრობთ, აუცილებელია ადრესატის ინტერესები და საჭიროები გავითვალისწინოთ. უფრო გავიმარტივებთ საქმეს, თუ წარმოვიდგენთ, რომ საჩუქრების საშუალებით ჩვენს ადრესატს ვესაუბრებით.



იმისათვის, რომ წინასაახალწლო სამზადისმა რაც შეიძლება კომფორტულად ჩაიაროს, დავზოგოთ დრო და ენერგია, საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი მიწოდების სერვისი - Glovo და თიბისი მომხმარებლებს გრანდიოზულ ქეშბექებსა და დამატებით ფასდაკლებებს სთავაზობენ. ერთი კალენდრული კვირის განმავლობაში თუ ორჯერ განათავსებ მინიმუმ 40-ლარიან შეკვეთას თიბისი კონცეპტის სადებეტო ბარათებით, ორშაბათობით 40 ლარი გლოვოს ანგარიშზე დაგიბრუნდება. დროა, გადავხედოთ საინტერესო სასაჩუქრე იდეებს, გამოვიყენოთ ობიექტების საახალწლო ფასდაკლებები და დამატებითი ქეშბექები მივიღოთ.

სასაჩუქრე იდეები საყვარელი ადამიანებისთვის: ვისთვის ეძებ საჩუქარს?

საჩუქრები ბავშვებისთვის

თუ ბავშვებისთვის ეძებ საჩუქარს, საუკეთესო არჩევანს Super Toys-ში შეხვდები. განსაკუთრებით პოპულარულობით სარგბლობს Lego სათამაშოები, რომლებიც მოზარდებში ავითარებს პრობლემების გადაჭრისა და მოთმინების უნარებს.  თუკი ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში ლოგიკური აზროვნების განვითარებას ანიჭებთ უპირატესობას, სამაგიდო თამაშები საუკეთესო არჩევანია. მაგალითად, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი თამაში “მონოპოლია”, რომელიც ლოგიკურ-სტრატეგიულ აზროვნებასთან ერთად, ფინანსურ განათლებასაც უყრის საფუძველს. სადღესასწაულოდ, გლოვოს აპლიკაციაში მაღაზია 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს.

სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარულებისთვის

თავის მოვლა ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია, ამიტომაც ბრენდული კოსმეტიკა და სახის მოვლის საშუალებები განსაკუთრებული საჩუქარი იქნება სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარულებისთვის. სააფთიაქო ქსელები GPC, PSP, AVERSI და PHARMADEPOT 30-60%-მდე ფასდაკლებას გვთავაზობენ თავის მოვლის პროდუქტებსა და სასაჩუქრე ნაკრებებზე. გაიარეთ კონსულტაცია ახლობლებთან და გაიგეთ, რომელ ბრენდს გამოარჩევენ ან რომელი პროდუქტი სჭირდებათ მათ დილისა თუ ღამის რუტინაში დასამატებლად.

კომფორტის მოყვარულებისთვის

საჩუქრებზე ფიქრისას ცოტას თუ მოსდის აზრად სახლის აქსესუარები, რეალურად კი ყველას ძალიან გვახარებს და გვაბედნიერებს საკუთარი სივრცის გალამაზება და მორთვა. მოუთმენლად ველით დამღლელი დღის ბოლოს სახლში დაბრუნებას, დეკორაციებით მორთული, ესთეტიკური გარემო განწყობასაც ერთიორად გვიმაღლებს. Manamo-tac 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს გლოვოს აპლიკაციაში, იმისათვის რომ საახალწლოდ საყვარელი ადამიანების გაბედნიერება უფრო შეღავათიანი იყოს.

თავგადასავლების მოყვარულებისთვის

თუ შენს საყვარელ ადამიანს მოგზაურობა, ლაშქრობა, თავგადასავლები და ესთეტიური ფოტოები უყვარს, აჩუქე მას პოლაროიდი. FujiFilm-ში შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლება გამოიყენოთ კომბო შეთავაზებებზე.

მათთვის, ვისაც ახალი წელი სასმლის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ

ალკოჰოლური სასმელი დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი და ამასთანავე უნიკალური სასაჩუქრე იდეაა. ყველასთვის ცნობილი მაღაზიები Alcorium და Smugglers 30-40%-იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. თუკი სადმე სტუმრად დაგპატიჟეს, ან უბრალოდ ახალი წლის აღნიშვნისას სასმელი შემოგაკლდათ, გამოიძახეთ გლოვოს ობიექტებიდან ფასდაკლებით და კურიერი წუთებში მოგაწვდით ადგილზე.

აჩვენე ახლობლებს რომ მათზე ფიქრობ, გამოიყენე საახალწლო ფასდაკლებები, განათავსე შეკვეთები გლოვოს აპლიკაციაში თიბისი კონცეპტის სადებეტო ბარათებით და დამატებით დაიბრუნე თანხა უკან. ურთიერთობებში ინვესტიცია ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა!


Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელონაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://glovoapp.com/ge/ka/

ზევით