საახალწლო SHOPPING სახლიდან

წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის სტრესული და დამღლელია. მითუმეტეს ახლა, როდესაც პანდემიამ სამყარო თავდაყირა დაყენა. ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, ამიტომ მანქანებით გადაჭედილ ქუჩებს, სალაროებთან რიგებს და 9 საათზე სახლში მისასწრებად სირბილს გვერდს ვერ ავუვლით. TheDiary-ის გუნდი ონლაინ გამოსავალს გთავაზობთ. თუ ჩვენს მიერ შედგენილი სიით იხელმძღვანელებთ, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების, სამოსის, აქსესუარების, თუ სხვა სასურველი ნივთების შეძენას სახლიდან გაუსვლელადაც მოახერხებთ და 2021-საც გაცილებით მშვიდი ნერვებით შეხვდებით.

სამოსი

სამოსის კუთხით ძირითადი დატვირთვა ყოველთვის სავაჭრო ცენტრებზე მოდის. ეს გასაგებიცაა. საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი სწორედ მოლებშია წარმოდგენილი. RETAIL GROUP-ში შემავალი ბრენდების სამოსის შეძენა კომპანიის ონლაინ მაღაზიიდან - www.rggdirect.ge არის შესაძლებელი, რომელშიც ისეთი ბრენდები შედის, როგორებიცაა ZARA, MANGO, Bershka, Massimo Dutti, PULL&BEAR, Stradivarius, OYSHO, ZARA Home.

ქართველი დიზაინერები და OUTLET

ქართველი დიზაინერების და საერთაშორისო ბრენდების კოლექციებს www.shopshop.ge გვთავაზობს. ვებ-გვერდზე 35 საერთაშორისო და ქართული ბრენდი და Outlet განყოფილებაა თავმოყრილი. მათ შორისაა TIMBERLAND, DIESEL, DOTS, THE NORTH FACE, BLIKVANGER და სხვა.

ფეხსაცმელი

ICR-ის ონლაინ მაღაზია ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სხვა მიმართულების ათობით ბრენდს აერთიანებს. ვებ-გვერდზე BATA-ს, BAMBINO-ს, CORSO ITALIA-ს, “ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა”-ს და სხვა ცნობილი მწარმოებლების პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ.

სათამაშოები

ახალი წლისთვის ონლაინ შოპინგის მოწყობას SUPER-ის ონლაინ მაღაზიაში გირჩევთ. სათამაშოებით დაწყებული, სახლის აქსესუარებით გაგრძელებული, www.SuperStore.ge -ზე თქვენთვის სასურველ ნივთებს მარტივად შეარჩევთ.

თავის მოვლა

მართალია სურნელოვან მაღაზიაში სიარულს არ შეედრება, მაგრამ პარფიუმერიის, თუ სასურველი სუნამოს შეძენა LUTECIA-ს ონლაინ Shop-შიც არის შესაძლებელი.

MORE BEAUTY-ის ვებ გვერდზე შვეიცარიული, იტალიური, ფრანგული და სამხრეთ კორეული ბრენდების ფართო არჩევანს წააწყდებით და სასურველ Beauty ტექნიკასთან ერთად, თავის მოვლის სხვა საშუალებებსაც შეიძენთ. www.morebeauty.ge სახის კანის მკურნალობისა და მოვლის, ტანისა და თმის მოვლის ყველა ტიპის საშუალებას, როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის გვთავაზობს.

GPC-ში სტუმრობა ისედაც შეგიძლიათ, მაგრამ უკვე დიდი ხანია სააფთიაქო ქსელი მიტანის სერვისს აპლიკაცია “ექიმო”-ს საშუალებით გვთავაზობს. მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება, დეკორატიული კოსმეტიკა, თუ სხვა პროდუქცია EKIMO APP-ის საშუალებით სეგიძლიათ გამოწეროთ.

ტექნიკა

ახალი წლისთვის ტექნიკაზე მოთხოვნა ერთი ორად იზრდება. ტელეფონით დაწყებული, მსხვილი საოჯახო ტექნიკით დამთავრებული, ნაძვის ხის ქვეშ წითელი ბაფთით ადგილი ყველაფერს მოეძებნება. “ალტა” წვრილი და მსხვილი საოჯახო ტექნიკის, ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ფართო არჩევანს ვებ გვერდზე www.alta.ge გვთავაზობს.

ზევით