#სილამაზე

საკო წოწორია Lancôme-თან თანამშრომლობასა და ბრენდის სარეკლამო კამპანიაზე

გაზიარება:

მარკეტერი საკო წოწორია, რომელმაც მოდის სამყაროს 27 წლის ასაკში, part-time job-ის სახით დაუბრუნდა, რათა ბარსელონაში სწავლის პარალელურად შემოსავალი ჰქონოდა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დიდი წარმატება ელოდა, ისეთი, როგორიც ბრენდ Lancôme-ის Advanced Génifique Face Serum-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღებაა, პროდუქტის, რომლის ამბასადორებიც თავად პენელოპე კრუსი და ამანდა სეიფრიდი არიან.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sako (@sako_tsotsoria)

როგორ დაიწყო ლეგენდარულ Lancôme-თან თანამშრომლობა, რამდენად საინტერესო იყო ბრენდთან ურთიერთობა თუ გადაღების პროცესი და იგეგმება თუ არა სამომავლო თანამშრომლობა ბრენდთან, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საკოს დავუკავშირდით:

საკო: „საზღვარგარეთ ორ სამოდელო სააგენტოსთან ვთანამშრომლობ, ესენია ესპანური @trafficmodels და ფრანგული @metropolitanmodelsgroup, სწორედ ამ უკანასკნელის (@metropolitanmodelsgroup) დახმარებით ამარჩიეს Lancôme Advanced Génifique Face Serum-ის ახალი სარეკლამო კამპანიისთვის, რომლის გადაღებები 3 დღე გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sako (@sako_tsotsoria)

კამპანია ნამდვილად გამორჩეული გახლდათ, რადგან ბრენდის წარმომადგენლებს სურდათ მიეღოთ რეალური შედეგები თუ როგორ მოქმედებს შრატი სახის კანზე, გამომდინარე აქედან, პირველი დღის გადაღებები მთლიანად ჩვენი ბუნებრივი სახის კანს დაეთმო, თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ გადასაღებ მოედანზე სახის დამატენიანებელი საცხის გარეშე უნდა მივსულიყავით, ჩაგვიტარეს სახის სკანირების პროცედურა და გამოგვატანეს შრატი იმ პირობით, რომ მას ყოველდღე გამოვიყენებდით.

გადასაღებ მოედანზე სხვადასხვა ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის მოდელები ჰყავდათ შერჩეული, მე კავკასიურ ოჯახს წარმოვადგენდი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sako (@sako_tsotsoria)

მომდევნო გადაღება მესამე დღეს მოეწყო, საბოლოო კი მეშვიდე დღეს, სწორედ მესამე გადაღების წყალობით უნდა მიეღოთ რეალური შედეგები Advanced Génifique Face Serum-ის ზემოქმედებაზე. Lancôme-თან თანამშრომლობა იყო ერთჯერადი, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვი შედგება თუ არა ბრენდთან სამომავლოდ კიდევ ურთიერთობა, სხვა სილამაზის ბრენდებისგან არის შემოთავაზებები, თუმცა დადასტურებულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი“.

ზევით