როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
როგორც იქნა Covid-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება და ოცნების ქორწილის გადახდის შესაძლებლობაც მალე გვექნება. ვინტაჟური სტილის, კრემისფერი, ჰაეროვანი და დახვეწილი, პრინცესული სტილის - დიზაინერები საქორწილო სამოსის ძალიან დიდი არჩევანს გვთავაზობენ. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის საქორწილო კაბები შეარჩია, რომელთა შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.
1/5 CAROLINA HERRERA
ეს კაბა ყველაზე ავანგარდული და მოდური ექსპერიმენტების მოყვარული დედოფლებისათვისაა განკუთვნილი
2/5 REFORMATION
კლასიკური სილუეტის კაბა მაქმანებთან და ნაქარგებთან შერწყმით იდეალურ რომანტიკულ და ჰაეროვან საქორწილო ლუქს ქმნის
3/5 MICHAEL LO SORDO
საქროწილო კაბის შერჩევისას მთავარია მაქსიმალურ სითამამე და ორიგინალურობა
4/5 BRANDON MAXWELL
ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერის ეს საქორწილო კაბა ეკლექტური, საოცრად დახვეწილი და თანაც თანამედროვეა
5/5 MARKARIAN
ვიქტორიანული ეპოქის სტილის კაბა ნებისმიერ პატარძალს დაამშვენებს, ცხადია შესაბამისი სამკაულებისა და აქსესუარების დახმარებით