სამეფო კარის ჯადოსნური სასახლეები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სასახლეები შოტლანდიიდან ირლანდიასა და ინგლისშია გადაფენილი. სამეფო ოჯახი რამდენიმე ციხესიმაგრეს, სასახლეს, სამეფო რანჩოსა და ბინასაც კი ფლობს.

 

ბაკინჰემის სასახლე

ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი აივანი, საიდანაც სამეფო ოჯახი მიესალმება სრულიად სამყაროს. დიახ, ეს ცნობილი აივანი ბაკინჰემის სასახლის ნაწილია, რომელიც ბრიტანეთის მონარქის უინძორების დინასტიის წარმომადგენლის, ელისაბედ მეორის ლონდონის ოფიციალური რეზიდენციაა.

Buckingham Palace

1837 წელს სასახლე ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია დედოფალ ვიქტორიას კორონაციის შემდეგ გახდა.

ბაკინჰემის სასახლეში მდებარეობს დედოფლის პრივატული ოთახი, სადაც ის განსაკუთრებულ სტუმრებს იღებს. ოთახი, ღია ცისფერი კედლებითა და მუქი ხის იატაკით გამოირჩევა. სხვათაშორის ედუარდ შევარდნეს მეუღლესთან ერთად პატივი ქონდათ ამ ოთახში ყოფნის.

 

უინძორების სასახლე

უინძორების სასახლე დედოფლისა და პრინც ფილიპის რიგით მეორე სახლია. სხვათაშორისო პანდემიის პერიოდში ძირითადი დრო, მფლობელებმა სწორედ აქ გაატარეს.

Windsor Castle

სასახლე, რომელიც ბაკინჰემიდან მხოლოდ ერთი საათის სავალზე მდებარეობს, თითქმის 1000 წლის განმავლობაში ბრიტანეთის მეფეებისა და დედოფლების ძირითადი საცხოვრებელი იყო.

უინძორების სასახლეს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, დედოფალი აქ როგორც მაღალი რანგის შეხვედრებს ასევე, კერძო ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის სამეფო ქორწილებს. სწორედ აქ გაიმართა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია.

 

კენსინგტონის სასახლე

კენსინგტონის სასახლეში სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი ცხოვრობს. ამ სასახლის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელი კი ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამია, რომლებიც ბინა 1ა-ში ცხოვრობენ სამ შვილთან: პრინც ჯორჯთან, პრინცესა შარლოტასთან და პრინც ლუისთან ერთად. ეს არის ოთხსართულიანი ბინა, რომელიც მოიცავს ხუთ მისაღებელ ოთახს, სამ მთავარ საძინებელს, საგარდერობოს, ჯამში ბინაში 20 ოთახია.

Kensington Palace

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მეზობლად, კოტეჯში, პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრუკსბენკი ცხოვრობენ, კენტის პრინცი და პრინცესა (დედოფლის ბიძაშვილები). პრინცესა დაიანა ასევე ცხოვრობდა ბინა 1ა – ში, პრინც ჩარლზთან, პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან ერთად.

 

ბალმორალის ციხე-სიმაგრე

ბალმორალის ციხე-სიმაგრე დედოფლის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია მთელს მსოფლიოში. იგი ელისაბედ II-სა და პრინცი ფილიპის საზაფხულო რეზიდენციის როლსაც ასრულებს. დედოფალი ხშირად იწვევს აქ ზაფხულის გასატარებლად სამეფო ოჯახის სხვა წევრებსაც, მათ შორის პრინც ჩარლზსა და მის მეუღლეს კამილას, ასევე კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას.

balmoral

ციხე-სიმაგრე შოტლანდიაში, აბერდინშირში მდებარეობს და ჩაფლულია მთებში. ირგვლივ თვალწარმტაცი ბუნებაა და გასაკვირია არაა, რომ დედოფლის ფავორიტი სახლი, სწორედ აქაა.

 

მეის ციხე-სიმაგრე

შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე კაიტნესში მეის ციხე მდებარეობს, რომელიც დედა დედოფალმა 1952 წელს მეუღლის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ შეიძინა. ციხე-სიმაგრე მემკვიდრეობით 2002 წელს პრინცმა ჩარლზმა ბებიის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. დედა დედოფალი 101 წლის ასაკამდე სტუმრობდა ციხეს ყოველ წელს, აგვისტოსა და ოქტომბერში.

Castle of Mey

მეის ციხე-სიმაგრე დღეს პრინც ჩარლზის აგარაკია, რომელსაც ისიც თავის ოაჯხის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობს.

ზევით