სამეფო ოჯახის საუკეთესო მეგობრები

ბრიტანეთის მონარქიას მდიდარი და მომხიბლავი ისტორია აქვს, სავსეა სკანდალებით, სასიყვარულო ისტორიებით, ძალაუფლებისთვის ბრძოლითა და ოთხფეხა მეგობრების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით!

royal corgis

გავიხსენოთ, დღევანდელი მონარქის, ელისაბედ II ძაღლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. დედოფლის ოთხფეხა მეგობრები სამეფოს ოჯახის ნამდვილ წევრებად ითვლებიან.

ელისაბედ მე-2

თუმცა, შეგვიძლია ღრმად წარსულშიც გადავინაცვლოთ და ბრიტანელი მონარქების საოჯახო „ალბომები“ დავათვალიეროთ. ჯერ კიდევ მე -17 საუკუნეში სამეფო ოჯახის პორტრეტზე მეფე ჩარლზ I- ის სამი შვილი მათი ოჯახის ოთხფეხა წევრებთან ერთად არიან აღბეჭდილი. ვიტყოდით, რომ სამეფო ოჯახის პატარა წევრები და მათი უფრო მეტად პატარა მეგობრები ერთმანეთის გვერდიგვერდ საკმაოდ კომფრტულად გრძნობენ თავს.

British royal family

სპანიელის ჯიშის პოპულარიზაცია მოახდინა ამ პატარა ბიჭმა ნახატიდან (მომავალში მეფე ჩარლზ II). წყაროების მტკიცებით, მან განკარგულებაც კი გამოსცა, რომლის მიხედვით მეფე ჩარლზის სპანიელებს ნებისმიერ საჯარო ადგილზე უშვებდნენ, მათ შორის პარლამენტის სახლში.

პრინცესა ვიქტორია
14 წლის, მომავალი დედოფალი ვიქტორია, ოთხფეხა მეგობარ - დეშთან ერთად 

მას შემდეგ მეფეები და დედოფლები ბრიტანეთის მონარქიაში ერთმანეთს ცვლიდნენ. ზოგი მათგანი ისტორიაში ოქროს ასოებით იწერებოდა, ზოგი კი მივიწყებას მიეცემოდა, თუმცა, დღესაც უცვლელი რჩება მათი განსაკუთრებული სიყვარული ოთხფეხა მეგობრების მიმართ.

british royal family
ელისაბედ II და პრიცნესა მარგარიტა მშობლებთან და სამეფო კორგებთან ერთად, 1931 წ.

სამეფო კორგი - უელსური კორგი პემბროკის ჯიშისაა, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებად ჯერ კიდევ ელისაბედ II მამის - მეფე ჯორჯის დროს გახდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ელისაბედ II-ს საკუტარი კროგები ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ უყვარს და მათ თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევს - ოფიციალურ შეხვედრებზე დასწრების უფლებასაც კი.

elisabed 2

 

დაათვალიერეთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფოტოალბომი, სადაც ისინი თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად არიან აღბეჭდილი:

ზევით