სასახლე რომელიც ასეულობით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ინახავს

ეს უნიკალური კიბე, რომელიც ხელოვნების ნიმუშადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, სენტ-ემერამის ოთახებს ამშვენებს და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ სასახლეშია. მას პრინცესა გლორია ფონ თურნ უნდ ტაქსისი განაგებს და დღემდე ზრუნავს იმაზე, რომ 80-იანი წლების ყველაზე პოპულარულ და მხიარული წვეულებებით ცნობილ ადგილს საინტერესო ღონისძიებები არ მოაკლდეს.

სენტ-ემერამი

გლორია ფონ თურნ უნდ ტაქსისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპული დინასტიის წარმომადგენელია. მისი მეუღლე პრინცი იოჰანესი იყო, რომელიც გერმანიის ყველაზე დიდებულ მამულს ფლობდა. როცა ის გარდაიცვალა, 30 წლის სამშვილიანმა პრინცესამ თავისი უძვირფასესი სამკაულები გაყიდა, რათა სასახლე გაყიდვისგან გადაერჩინა.

დეკორი

კიბე, რომელიც ხელოვნების ნიმუშს უფრო მოგაგონებთ, საძინებელ ოთახებთან ადის. მისი ორნამენტები მოოქროვილია. თბილი ფერის კედლებზე ცნობილი ხელოვანების ძვირფასი კოლექციაა გამოფენილი. აქვეა იაპონელი და ჩინელი მოქანდაკეების ნამუშევრები. რაც შეეხება მაგიდებსა და სკამებს, ისინი ოჯახის უძველესი კოლექციიდანაა. წინა გვერდზე მომღიმარი პრინცესა სასადილო ოთახში პოზირებს.

დეკორი

შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა ბაროკოს სტილის ერთ-ერთი უიშვიათესი ნიმუშია. უზარმაზარი ბიბლიოთეკა ავსტრიელმა არქიტექტორმა – ჯოან მაიკლ პრანერმა დააპროექტა. ხოლო ჭერი ფრესკებით მე-18 საუკუნეში მოღვაწე კოსმას დემიენ ასამიმ მოხატა. 1967-1969 წლებში ოთახს რესტავრაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ „ასამის ოთახი“ დაერქვა.

დეკორი

 

გლორიამ სახელი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა შეგროვებით გაითქვა. პრინცესამ თავისი კოლექციის ერთ სივრცეში თავმოყრა გადაწყვიტა და სასახლის გალერეის დეკორატორად ირლანდიელი გაბან ოკიფი მოიწვია. დღეს აქ ბასკიას, შნაბელის, მურაკამისა და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებია გამოფენილი. სწორედ ამიტომაა, რომ გლორიას საყვარელ ადგილს „ახალი ექსპრესიონიზმის სკოლასაც“ კი უწოდებენ.

დეკორი

ზევით