ჩვენი ყოველდღიური სილამაზის რიტუალში წარბებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ, სხვაგვარად წარმოუდგენელიც კია. მოგეხსენებათ, წარბების ტრენდებიც ისეთივე სისწრაფით იცვლება, როგორც მაკიაჟისა თუ თავის მოვლის წესები და კანონები. უკვე რამდენიმე წელიწადია, ბუნებრივად დავარცხნილი წარბები ასპარეზს არავის და არაფერს უთმობენ და ჩვენც იდეალურად ფიქსირებული წარბებისკენ მოგვიწოდებენ.
წარბებისთვის ვეტერან პროდუქტს ფანქარი წარმოადგენს, რომლის გამოყენებაც წარბის პროდუქტებს შორის ყველაზე მარტივია, მთავარი ხრიკი წარბების სწორად შევსებასა და სასურველი ფორმის მიცემაში მდგომარეობს. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს წარბის გელ ლაინერები, რომლებიც ფანქრების მსგავს ფუნქციას ითავსებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი Must Have პროდუქტი მაინც წარბის ფიქსატორია, რომელიც წარბების შევსების შემდეგ ან სულაც მანამდე გამოიყენება და წარბების ავარცხნილი იერსახის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს.
საუკეთესო პროდუქტები წარბებისთვის:
Brow Pencil 2 in 1
ყიდვა
Eyebrow Pomade + Brush
ყიდვა
Eyebrow Pen
ყიდვა
Mesauda - Brow Liner
ყიდვა
Natural Brow Shaper & Hair Touch Up
ყიდვა
Bobbi Brown - Brow Kit
ყიდვა