საუკეთესო საახალწლო ფილმები

Christmas movies

დეკემბერი წელიწადის ყველაზე ზღაპრული პერიოდია. იმისათვის, რომ თქვენი განწყობა უფრო მეტად სადღესასწაულო გახდეს, The Diary-ს რედაქციამ გადავწყვიტეთ საუკეთესო საახალწლო ფილმები შემოგზათავაზოთ. გაეცანით ჩვენი გლინტვეინის რეცეპტს, მოიმზადეთ უგემრიელესი საზამთრო სასმელი, მყუდროდ მოკალათდით, აირჩიერთ ჩვენი საახალწლო ფილმების სიიდან ერთ-ერთი და დატკბით მომენტით!

 

Love Actually

Love actually

ის იმ ფილმების სიას მიეკუთვნება, რომელთა ნახვა არასოდეს გვბეზრდება. ფილმი 2003 წელს ეკრანებზე გამოსვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. შობის დღეებში განვითარებულ ამ პიკანტურ სასიყვარულო ისტორიებში მთავარ როლებს ბილ ნაი, გრეგორ ფიშერი, ლაიამ ნისონი, ლორა ლინი, ჰიუ გრანტი, კირა ნაიტლი, ემა ტომპსონი და კოლინ ფერტი ასრულებენ. ფილმი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებზეც იყო წარდგენილი, როგორც „საუკეთესო კომედიური ფილმი“ და „საუკეთესო სცენარი“.

 

Home alone

Home alone

1990 წლის ამერიკული საოჯახო კომედიური ფილმია, სადაც მთავარ როლს მსახიობი მაკოლეი კალკინი ასრულებს. „მარტო სახლში“ ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომლებსაც ყველა ასაკის ადამიანი სიამოვნებით უყურებს ყოველთვის. წარმოუდგენელია, ახალ წელს ქევინისა და ორი „მოხერხებული“ ბოროტმოქმედის გარეშე შეხვდე.

 

The Holiday 

Vacation

ენსი მაიერსის რომანტიკული კომედია „შვებულება“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ფილმში მთავარ როლებს კამერონ დიასი, ჯუდ ლოუ, ქეით უინსლეტი და ჯეკ ბლეკი ასრულებენ.მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ამანდა და ლონდონელი Daily Telegraph-ის ჟურნალისტი აირისი, გადაწყვეტენ საახალწლოდ ინტერნეტით სახლები გაცვალონ. ამანდა თოვლიან სურეაში მიემგზავრება და აირისის ზღაპრულ კოტეჯში დაბინავდება, აირისი კი პირიქით − არდადეგებს მზიან ლოს-ანჯელესში, ამანდას მდიდრულ ვილაზე ატარებს და როგორც ყველა კეთილ ზღაპარში, მათი ოცნებებიც სწორედ შობის ღამეს ასრულდება.

 

The Grinch

Grinch

მწვანე, გაბურძგნული გრინჩი შობის მოპარვას გადაწყვეტს. ის დღესასწაულის წინა ღამეს პატარა და მხიარული ქალაქის მაცხოვრებელებს საჩუქრებსა და დეკორაციების მოპარავს. თუმცა, პატარა გოგონა სახელად სინდი ლუ შეეცდება გაბოროტებულ გრინჩში სიკეთე და ჰუმანურობა გააღვიძოს, ბოროტები ხომ არ იბადებიან, ბოროტები ხდებიან ცხოვრებისა და გარემოებების გამო. ეს სახალისო და ფერადი ფილმი, რომელიც შობის განუყოფილი ნაწილია აგერ უკვე 20 წელია, მსახიობ ჯიმი კერის (გრინჩი) უზადო ნიჭიერებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 

A Very Murray Christmas

A very murray christmas

ბილ მიურეი, რომელიც ფილმსი საკუთარ თავს განასახიერებს, საშობაო ღამეს მოწყენილი ხვდება, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ სტუმრები, რომელიც მან საშობაო შოუზე მოიწვია, ვერ შეძლებენ მოსვლას ნიუ-იორკში ამოვარდნილი ქარბუქის გამო. მაგრამ შობა რა შობაა თუ სურვილები არ ახდა. მიურეის ყველა სტუმარი ეწვევა, ხოლო მაილი საირუსისა და ჯორჯ კლუნის გამოჩენა ნამდვილ ფილმს ნამდვილ დღესასწაუალდ აქვცევს.

ზევით