სახის პილინგი სახლის პირობებში

სახის პილინგი

ზედაპირული პილინგის ჩატარება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. მათ, ვისაც ცხიმიანი სახის კანი აქვთ, კვირაში ორჯერ შეუძლიათ ჩაიტარონ კანის ექსფოლაციის პროცედურა. ხოლო პროდუქციას მარტივად იპოვით უბნის აფთიაქში ან თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივი რეცეპტებით. 

ექსფოლაციის პროცედურის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს და ზედაპირულ ნაწიბურებს. პილინგის ინტენსიური საშუალებები კანის მკვრივი სტრუქტურის შენარჩუნებაზე აგებენ პასუხს. პროცედურის შემდგომ კანი უფრო დარბილებულია და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს.

The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის საჭირო პროდუქცია შეარჩია, რომელიც სახის კანსა და სხეულს იდეალურ და გლუვ სტრუქტურას მიანიჭებს.

MIZON

მიზონის პილინგი

სახის გამწმენდი პილინგი ვაშლის ექსტრაქტით, რომელიც ეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით კი მგრძნობიარესთვის. სათუთად წმენდს კანს და ნაზად ქერცლავს მკვდარ უჯრედებს. PSP

CAUDALIE

CAUDALIE

მსუბუქი ამქერცლავი კრემი სათუთად აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს. მატებს კანს ჯანსაღ იერსა და კომფორტის შეგრძნებას. შეიცავს ნატურალურ კომპონენტებს: აკაციის თაფლს, ჟოჟობას მიკროგრანულებს, ყურძნის ზეთს.  PSP

AHAVA 

აჰავას ტალახის პილინგი

ტალახის პილინგი უზრუნველყოფს ღრმა ჰიდრატაციას. დამზადებულია ბუნებრივი მკვდარი ზღვის ტალახით, მინერალებითა და წვრილმარცვლოვანი გრანულებით. ჰიპოალერგიულია  და არ შეიცავს პარაბენებს. Aversi

MIZON

მიზონის სქრაბი

სახის სკრაბი ჰიალურონით, ლოკოკინის მუცინით ან კოლაგენით. შეარჩიეთ თქვენი კანისთვის იდეალური პილინგი - კორეული ბრენდი „მიზონი“ საკმაოდ დიდ არჩევანს გთაავზობთ. PSP

VICHY 

 ვიშის პილინგი

მინერალური პილინგი ვულკანური წარმოშობის ნაწილაკებს შეიცავს, რისი მეშვეობითაც აღწევს კანის ეფექტურ პილინგს. გამოყენების შემდეგ კანი ჯანსაღი და ერთგვაროვანია. GPC

ზევით