საზაფხულო მაკიაჟის ტოპ ტრენდები

ზაფხულში ზომიერად მიღებული რუჯიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გოგოებმა თავს მივცეთ უფლება ჩვენი კოსმეტიკა გვერდზე გადავდოთ და წინ წამოვწიოთ მხოლოდ რუჟი, ჰაილათერი და მსუბუქი ტუჩსაცხი. TheDiary-ს რედაქცია ამ ზაფხულის მაკიაჟის ტოპ ტრენდებს გაგაცნობთ. 

1. NO MAKE UP MAKEUP

ხელოვნური წამწამები და ზოგადად ყველაფერი, რაც არაბუნებრიობასთან ასოცირდება, დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. არც ხელოვნური წამწამების იმიტაცია გახლავთ მოდაში. No Makeup Makeup ტრენდი დიდი ხანია დამკვიდრდა და ღრმად გაიდგა ფესვები.

ბრიჯერტონის მსახიობის, ნიკოლა კოლანის მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ თვალის ტუში მსუბუქად დაიტანოთ წამწამებზე, სასურველი ტუჩსაცხი წაისვათ ტუჩებზე და Voilà, No Makeup Makeup მზადაა!

Yves Saint Laurent

ყიდვა

2. ROSY ROMANCE

2024 წლის ზაფხულის ტოპ ტრენდი ვარდისფერია. ვარდისფერი რუჟი, ვარდისფერი ტუჩსაცხი და ვარდისფერი თვალის ჩრდილებიც კი. და დაგვეთანხმებით, ეს ყველაზე ფემინური Makeup ლუქია.

სელენე გომესი

სელენა გომესსაც Makeup არტისტმა ეს ფემინური ლუქი შეურჩია კანის კინოს ფესტივალის წითელი ხალიჩისთვის. 

kiko milano
Kiko Milano

ყიდვა

3. GLEM DREAM

მისის ბრჭყვიალება საბრინა კარპენტერი - კოაჩელაზე სწორედ ამ ლუქით წარსდგა. 

sabrina carpenter

გოგოების საუკეთესო მეგობარი ბრილიანტია? მმმ, შესაძლოა, მაგრამ ჰაილაითერი პირველობაში ეცილება. სწორად შერჩეული ჰაილაითერი თქვენს კანს მყისიერად გამოანათებს და არნახულ ბზინვარებას შესძენს. გამოიყენეთ ეს მაგიური პროდუქტი ლოყებზე, ცხვირზე, წარბების ქვეშ ან თვალების შიდა კუთხეებში. ჰაილაითერი ბუნებრივ ბზინვარებას მოგანიჭებთ და დაღლილი კანის ეფექტს წამში გააქრობს. ასე რომ, 2024 წლის ზაფხულში უთხარით "კი" ჰაილაითერს! 

Lancome
Lancome

ყიდვა

ზევით