#მოდა

საზაფხულო სტილის მუზა: ტილდა სუინტონის ჩაცმულობა ფილმში A Bigger Splash

გაზიარება:

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა იტალიელი რეჟისორის ლუკა გუადანინოსა და თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე ელგანტური მსახიობის ტილდა სუინტონის რიგით მეოთხე კოლაბორაცია ფილმში A Bigger Splash ეკრანებზე 7 წლის წინ ვიხილეთ. ლუკა გუადანინოს არც ამჯერად გაუცრუებია მაყურებლების იმედები, ფილმი მისი ხედვისთვის დამახასიათებელი მიმზიდველი დრამით, ელეგანტურობითა და კომპლექსური სიუჟეტით იყო გადახლართული.

სანამ ლუკა გუადანინოს უახლესი ნამუშევარი 1969 წელს გამოსული ფრანგული ფილმის La piscine-ს რიმეიქს წარმოადგენდა, 2015 წლის ეკრანიზაციისთვის ავთენტურად ის გარემო და სტილი იქნა, რომელზეც იმ დროისთვის Dior-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა რაფ საიმონსმა იმუშავა.

ფილმის შესაშური გარდერობი - პერანგები, საცურაო კოსტიუმები, ორეულები და კლასიკური აქსესუარები, A Bigger Splash-ის მეტყველ ნაწილს წარმოადგენდნენ, მაშინ, როდესაც ფილმის მთავარი გმირი თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობდა. ყველაფერი, რასაც ეკრანიზაციაში თვალს შეავლებთ, რითაც მოიხიბლებით და შესაძლოა ყველაფერი, რაც შთაგაგონებთ კიდეც რაფ საიმონსისა და Dior-ის ქმნილება გახდათ და შესაძლოა ლუკა გუადადნინოს რიმეიქს IMDB რეიტინგი სულ რაღაც 6.4 წარმოადგენდეს, მისი მოდურობა, დახვეწილობა და ელეგანტურობა უბრალოდ 10+ იმსახურებს.

ზევით