#მოდა

SCHIPARELLI FALL 2022 COUTURE - დენიელ როზბერის შემოქმედების მაგია

გაზიარება:

ინტელექტუალებისა და ხელოვანების ოჯახში გაზრდილი ელზა სკიაპარელი, პირველ ყოვლისა თავს არტისტად მიიჩნევდა. პოლ პუარეს შეგირდი შთაგონებას თავისი დროის გენიალური ხელოვანებისგან - სიურრეალისტებისგან იღებდა, ისეთებისგან როგორებიც ჟან კოკტო, მენ რეი, სალვადორ დალი, მერეტ ოპენჰაიმი და ელზა ტრიოლე იყვნენ. ელზა სკიაპარელი დიდ ხელოვანებთან თანამშრომლობდა, აწყობდა გრანდიოზულ კოლაბორაციებს და მოდას, როგორც ხელოვნების განუყოფელ ნაწილად წარმოაჩენდა.

ათწლეულების და საუკუნის შემდეგაც კი ელზა სკიაპარელი თავად იქცა შთაგონების მარადიულ, უშრეტ წყაროდ. წლებთან ერთად ელზას შორსმჭვრეტელობით, მისი დახვეწილობითა და არისტოკრატიზმით, სკიაპარელის იდეების მრავალფეროვნებითა და სიმრავლით დიზაინერთა თაობა იჟღინთებოდა. სენ ლორანმა, სონია რიკიელმა, აზედინ ალაიამ თუ კრისტიან ლაკრუამ, მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული ელზა სკიაპარელი აღმოაჩინეს და მისით სამუდამოდ მოჯადოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სკიაპარელის პირად მემკვიდრეობას - მის მოდის სახლს, ბევრი რთული პერიოდი ახსოვს, მისი დიდება არასდროს ჩამქრალა და მეტიც, აღზევების ეტაპიც კი დაუდგა. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც Schiaparelli-ს კრეატიულ ხელმძღვანელად დენიელ როზბერი დაინიშნა და დიზაინერმა მოდის სახლისთვის სადებიუტო კოლექცია გამოუშვა, მსოფლიომ Schiaparelli ხელახლა აღმოაჩინა.

მოდის სახლის სიურრეალისტური სილუეტები, სიზმრიდან გადმოსული კაბები, ექსპრესიული აქსესუარები და ექსტრავაგანტური ნამუშევრები ელზა სკიაპარელის ხელწერის დენიელისეული გაგრძელებაა, რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას. სულ რამდენიმე საათის წინ, Schiaparelli-ს 2022 წლის შემოდგომის კოლექცია როზბერიმ, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარადგინა, თქვენ წინაშეა ზღაპრული კოლექცია შექმნილი გენიალური დენიელ როზბერის მიერ:

ზევით