#სილამაზე

სელენა გომესის 6 ძირითადი რჩევა სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით

გაზიარება:

სელენა გომესი მსოფლიომ მომღერლისა და მსახიობის ამპლუაში გაიცნო, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავი ამჟამად ცხოვრების ახალ ეტაპზე იმყოფება და საკუთარ თავს სილამაზის ინდუსტრიაში ცდის. გასულ წელს სელენამ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი Rare Beauty გამოუშვა, რომელიც ტონალურ საცხებს, კორექტორებს, ტუჩსაცხებსა და მაკიაჟის სხვადასხვა ატრიბუტებს აერთიანებს.

რასაკვირელია, კოსმეტიკური ხაზის გამოსვლის შემდეგ სელენა გომესის სახის კანის მოვლის რიტუალით მილიონობით ადამიანი დაინტერესდა და სელენაც პირადი რიტუალის, საყვარელი პროდუქტებისა და საკუთარი შეხედულებების შესახებ ხმამაღლა საუბრობს.

არ დაიძინოთ სახეზე მაკიაჟით

„უბრალოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მაკიაჟს ატარებენ და თან იმასაც ამბობენ, რომ შეფერილი დამატენიანებლით ან ავტორუჯით სახეზე დაძინება ჩვეული მოვლენაა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი რამდენად ცუდი რჩევაა ეს, თუმცა ჩემ შემთხვევაში, მე არ ჩემიძლია ძილი, თუ კი ვიცი, რომ სახესა და სხეულზე ზედმეტი შეფერილი ნივთიერება მაქვს“.

გამოიყენეთ დამამშვიდებელი ქლინზერები

„მსგავსი დასაბანი საშუალებები ნამდვილად მეხმარება, რადგან ძირითადად მშრალი კანი მაქვს, თუმცა ცხიმიანი არეებიც შეინიშნება, რაც ჭკუიდან მშლის. დასაბანები, მსგავსი SkinCeuticals Soothing Cleanser-სა დამამშვიდებელ ინგრედიენტებს შეიცავს, ისეთები როგორებიცაა კიტრის ექსტრაქტი, გლიერინი და ორქიდეას ექსტრაქტი, რაც იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის“.

SkinCeuticals - Soothing Cleanser

 

ყიდვა

ძლიერი დამატენიანებელი

სახის ღრმა დატენიანებისთვის, სელენა Tatcha's Dewy Skin Cream-ს იყენებს: „ის სქელი ტექსტურით გამოირჩევა და მისი დიდი რაოდენობით გამოყენება სულაც არ არის საჭირო".

Tatcha - The Dewy Skin Cream

 

ყიდვა

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი სახის კანს ვერ ვუვლიდი, ალბათ არც ვიცოდი ეს როგორ უნდა მექნა, ყველაფერი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა

მზისგან დამცავი აუცილებელია

„სახლიდან გასვლამდე ყოველთვის ვისვამ მზისგან დამცავს და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მისი საშუალებით ჩემი კანი უფრო ჯანსაღად გამოიყურება, მე ლუპუსითაც (კანის ლუპოიდური ტუბერკულოზი) ვიტანჯები, ამიტომ მზისგან დამცავს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია".

Drunk Elephant - Physical Daily Defense SPF 30

 

ყიდვა

გამოიყენეთ შიის კარაქი გლუვი გაპარსვისთვის

გლუვი კანის მისაღებად, სელენა გომესი საკმაოდ ბიუჯეტურ პროდუქტს იყენებს: „ძალიან მიყვარს აბაზანაში დროის გატარება, იმდენად, რომ მთელ ოთახს ორთქლით ვავსებ. იმისათვის, რომ კანი არ გამიღიზიანდეს და გაპარსვის შემდგომ გლუვი კანი მივიღო EOS Moisturizing Shave Cream-ს ვიყენებ".

eos Shea Better Shave Cream - Vanilla Bliss

 

ყიდვა

სპრეი მისტი მაკიაჟამდე

მანამ სანამ, სელენა მაკიაჟს დაიტანს სახეზე, კანს საგულდაგულოდ ამზადებს: „ყოველთვის Always An Optimist-ს ვიყენებ, ინგრედიენტების სიუხვის წყალობით ეს მისტი ჩემი კანის ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს".

Rare Beauty by Selena Gomez - Always An Optimist Prime & Set Mist

 

ყიდვა

ზევით