როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ამ სეზონზე ფეხსაცმლის სტილის უამრავი არჩევანი გვაქვს - უხეში სამხედრო ჩექმები, ფეხსაცმელი კვადრატული ცხვირით, კოვბოის სტილი ან ვიქტორიანული ესთეტიკა.
The Diary-ს რედაქცია 2021 წლის ზამთრის საუკეთესო სტილის ფეხსაცმელს წარმოგიდგენთ.
სამხედრო სტილის ჩექმა თასმებით
ზამთრის ტრადიციული ფეხსაცმელი უხეში ჩექმაა, რომელიც წლიდან წლამდე სხვადასხვა დიზაინერების კოლექციებში სხვადასხვა ინტერპრეტაციებს იღებს. ამ სეზონზე ბრენდები შავი ფერის წვრილ თასმებიან უხეშ ჩექმაზე აკეთებენ აქცენტს. Valentino-მ საკუთარ კოლექციაში მაღალყელიანი ჩექმები „ტრაქტორის“ ძირით შემოგვთავაზა, Christian Dior-მა რეზინის ცხვირზე მთავარი აქცენტი გააკეთა, Dolce & Gabbana-მ კი, თასმებს შესაკრავი ქამრები დაამატა.
Chelsea Boots
Bottega Veneta-ს „ჩელსი“ ჩექმები ამ სეზონის მთავარი ფეხსაცმელია და მოდური გოგოების გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს დამსახურებულად იკავებს. ეს ფეხსაცმელი შეგიძლიათ მოირგოთ როგორც ჯინსებთან, ასევე ვიწრო შარვლებთან და ფემინურ კაბებთანაც კი. სხვათაშორის „ჩელსის“ სტილის ფეხსაცმელი Christian Dior-ის, Stella Mccartney-ის, Valentino-ს და სხვა წამყვანის დიზაინერების კოლექციებშიც შეგიძლიათ იპოვოთ.
ფეხსაცმელი კვადრატული ცხვირით
90-იანების სტილი დიზაინერებს მოსვენებას არ აძლევს. ამ სეზონზე, სინდია კროუფორდის საყვარელი ტყავის პიჯაკებთან ერთად, მოდაშია 90-იანი წლების ჰიტი - ფეხსაცმელი კვადრატული ცხვირით. Balmain-ის კოლექციაში ბლომად იპოვით ღია ფერის ჩექმა-წინდებს კვადრატული წვერით, ხოლო Nina Ricci-ის კოლექციებში – კახისფერის სხვადასხვა ვარიაციებს.
კავბოის ფეხსაცმელი
კავბოის ფეხსაცმელი მოდიდან არასდროს გადადის. ამ ზამთარს Isabel Marant-ი ამ სტილის ფეხსაცმლის კლასიკურ შავ ვარიანტს გვთავაზობს, Louis Vuitton – მეტალისფერს, ხოლო Sacai „ტრაქტორის“ ძირით. როგორც ჩანს ბოჰემური ესთეტიკა მოდიდან არასდროს გადავა, შესაბამისად ველური დასავლეთი კავბოის ფეხსაცმლის სახით, ამ სეზონზე ჩვენს გარდერობში აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი.
ვიქტორიანული ეპოქა
ვიქტორიანული ეპოქის ესთეტიკა 2021 წლის ზამთრის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია - დიდი საყელოები, დედოფალ ვიქტორიას სამოსის სტილში, მასიური სახელოები და ფემინური ჩექმები, ხშირად ლენტის თასმებით. Zimmermann-ი ამ სტილის დახვეწილ, ხავერდის ფეხსცამელს გვთავაზობს, Elisabetta Franchi აბრეშუმის ჩექმებს, ხოლო Dolce & Gabbana უფრო პრაქტიკულს - ტყავის ფეხსაცმელს პითონის რელიეფით.