შანელის ლეგენდარული აპარტამენტი

კოკო შანელი მოდის ლეგენდარული ფიგურაა. ბრენდი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში კოკომ შექმნა, მე-20 და 21-ე საუკუნის ფუფუნებისა და მაღალი ხარისხის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. მემკვიდრეობა, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა წარმატებულმა და selfmade ქალმა დატოვა - განუყოფლად არის დაკავშირებული ერთ კონკრეტულ სახლთან, რომელიც Rue Cambon 31-ში მდებარეობს. Rue Cambon 31 მოდის სახლის Chanel მისამართია როდის, ამ სახლში ლეგენდარული კოკო შანელი ცხოვრობდა. 

coco chanel

1918 წელს კოკო შანელმა თავისი პირველი მაღაზია Rue Cambon 21– ში გახსნა, რვა წლის შემდეგ კი დიზაინერი ამავე ქუჩის 31 ნომერში გადავიდა და მთლიანი შენობა შეისყიდა. Chanel-ის ეს ლეგენდარული შენობა ქალაქის ორი ღირსშესანიშნაობიდან Place Vendôme და სასტუმროდან Ritz Paris სულ რაღაც ოთხი წუთის სავალზეა. დიზაინერმა, რომელმაც ქუდების დიზაინით დაიწყო კარიერა, Chanel-ის იმპერია შექმნა, ხოლო ამ პროცესის მომსწრე, სწორედ რომ კამბონის 31 ნომერში მდებარე სახლის კედლებია.

coco chanel

ამავე შენობაში 1921 წელს Chanel-ის ცნობილი N ° 5 სუნამო პრეზენტაცია შედგა

Chanel-ის სახლი ცნობილია მარმარილოს სარკეებიანი კიბით, სადაც მე-20 საუკუნის პირველი ნახევარში ყველაზე ჯადოსნური ჩვენებები იმართებოდა. სწორედ ეს კიბე გახლდათ კოკო შანელის „სამალავი" - ყველაზე საყვარელი ადგილი, საიდანაც ის საკუთარ ჩვენებებს თვალს ადევნებდა.  

coco chanel

ამ საინტერესო კიბეს კოკოს პირად აპარტამენტებამდე ავყავართ, რომელიც დღემდე იმ ფორმითაა შენარჩუნებული, როგორიც კოკოს დროს იყოს. ამ მყუდრო და პატარა ბინის დიზაინში კოკო შანელის ხელწერა იგრძნობა ყველგან - კამელიის მოტივები, ავეჯი პრიალა შავი ზედაპირებით, დახვეწილი მოოქროვილი ნივთები, მათ შორის ოქროს ვენეციური ლომები (კოკო ზოდიაქოს ნიშნით ლომი იყო), Giacometti-ს ოქროს ქანდაკება, მეტალის  ჩინური ცხენები,  ექსტრავაგანტული ბროლის ჭაღები, წიგნის თაროები და წიგნები ხელნაკეთი ტყავის ყდით.

coco chanel

კოკო შანელის აპარტამენტს ისეთი ადამიანების სტუმრობა ახსოვს, როგორიცაა დიზაინერის უახლოესი მეგობარი პაბლო პიკასო, ალბერტო ჯაკომეტი, იგორ სტრავინსკი, სალვადორ დალი და ელიზაბეთ ტეილორი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ბინაში საძინებელი ოთახი არ არის. კოკო დღის ბოლოს სასტუმროში Ritz Paris გადადიოდა, მას დიზაინერი 34 წლის განმავლობაში სახლს უწოდებდა. ყოველ დილით დიზაინერი Rue Cambon-ის 31 ნომერში ბრუნდებოდა და თანამშრომლებს ამის შესახებ წინასწარ აფრთხილებდა, რათა მათ სივრცეში Chanel N ° 5 გაპკურება მოესწროთ.

1927 წლისთვის შანელმა Rue Cambon– ზე შენობების მთელი რიგი შეიძინა 23 ნომრიდან 31 ნომრის ჩათვლით. ვფიქრობთ ეს ქუჩა ნამდვილად იმსახურებს, რომ Chanel-ის ქუჩა ეწოდოს.

ზევით