როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
მინიმალისტური სტილის მოყვარულები ყოველთვის ცდილობენ გარდერობში, რაც შეიძლება ცოტა ნივთი იქონიონ, მათთვის ესთეტიკა და თითოეული ერთეულის ჰარმონიულად შეხამება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შენაძენს ყოველთვის less is more პრინციპით აკეთებენ. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კაფსულა გარდერობს განახლება არ სჭირდება, უბრალოდ საჭიროა ზუსტად იცოდეთ რა გჭირდებათ თქვენი გემოვნების და სტილის მიხედვით.
დღეს, წარმოგიდგენთ 5 ნივთს, რომელმაც შესაძლოა თქვენს კაფსულა გარდერობში საპატიო ადგილი დაიკავოს.
1. ლოფერები
პირველ ყოვლისა ლოფერებს წარმოგიდგენთ, კლასიკურს, ყოველდღიურს და საოცრად მოდურს, რომელიც განსაკუთრებით უხდება საოფისე სტილს.
2. Oversized პიჯაკი
დიდი ზომის პიჯაკები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით კი შემოდგომის სეზონზე, როდესაც მოსაცმელი არა მხოლოდ მოდური ერთეული, არამედ საოცრად საჭირო ნივთიც ხდება.
3. ქაშმირის სვიტრი
ქაშმირის სვიტრები მარადიული კლასიკაა, გარდა იმისა, რომ ის მოდიდან არასდროს გადადის და ყოველთვის აქტუალურია, ის საოცრად თბილი და კომფორტულია.
4. ნაქსოვი კაბა
შემოდგომის დადგომა იმას არ ნიშნავს, რომ კაბებზე ავტომატურად ხელი უნდა ჩავიქნიოთ, პირიქით, ამ სეზონზე ნაქსოვი კაბების უდიდესი არჩევანია.
5. თეთრი sneaker
ბოლოს კი წარმოგიდგენთ ყველაზე უბრალო, თუმცა საჭირო ნივთს - სპორტული სტილის თეთრ ფეხსაცმელს, რომელიც უხდება ყველაფერს და რომელიც შემოდგომის მზიან ამინდებში თქვენი რჩეული თანამგზავრი გახდება.