შემოდგომის მაკიაჟის შთაგონება თაკო ნაცვლიშვილისგან

ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი Instagram-ის მეშვეობით ახალ პოსტს გვიზიარებს და ჩვენ მის ფოტოში მხოლოდ საშემოდგომო მაკიაჟის შთაგონებას ვხედავთ. თაკო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეიქაფ არტისტის დანიელ ლორუსოს მოდელობა შეითავსა და უმშვენიერესი Smokey მაკიაჟის შედეგიც გაგვიზიარა.

დანიელ ლორუსო იტალიური სილამაზის სამყაროსთვის ცნობილი და საკმაოდ გამოცდილი მეიქაფ არტისტია, მას არა ერთ ცნობილ დიზაინერთან თანამშრომლობით, ბრენდებთან კოლაბორაციით და ცნობილი ადამიანებისთვის ბრწყინვალე მაკიაჟის შექმნით გაითქვა სახელი. 

დანიელმა A Maroon Halo smoky eyes-ს შესაქმნელად Nablacosmetics-ის ჯადოსნური პალიტრა გამოიყენა, ულამაზესი თბილი ფერებითა და ბრჭყვიალა დიზაინებით. თუკი, ამ დიზაინით თქვენც ისე მოიხიბლეთ როგორც ჩვენ, მაშინ გირჩევთ მეიქაფ არტისტის სხვა დიზაინებსაც გადაავლოთ თვალი და მის Youtube არხზეც შეიჭყიტოთ.

ზევით