შოკოლადის ეკლერების რეცეპტი

წელს უჩვეულო ახალი წელი გველის, თუმცა ტკბილეული, თან საშობაო, ჯერ არავის აუკრძალავს. გთავაზობთ, ცნობილი კონდიტერის ფიონა კერინსის, საშობაო ეკრლების რეცეპტს. კონდიტერს, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანს, ძალიან უყვარს შოკოლადის ეკლერი, რაც მას ბავშობასა და ბედნიერ დროს ახსენებს.

საშობაო ეკლერების რეცეპტი საკმაოდ მარიტივია და თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. 

რაოდენობა : 6
მომზადების დრო : 30-40 წუთი
ცხობის დრო : 35-40 წუთი
 
ინგრედიენტები

50 გ კარაქი

მარილი

ჩაის კოვზი შაქარი

80 გ ფქვილი

2 კვერცხი

125 მლ ცივი წყალი

 

შიგთავსისთვის

250 გ ორმაგი კრემი

1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

1 სუფრის კოვზი შაქარი

შოკოლადის გლაზურისთვის

150 გ შავი შოკოლადი

1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი

1 სუფრის კოვზი შაქარი

ღია ფერის გლაზურისთვის

150 გ უმარილო კარაქი

3 ჩაის კოვზი კაკაო

1 ჩაის კოვზი თხევადი გლუკოზა

 
მომზადების წესი

სანამ სამზადის დაიწყებთ მოამზადეთ ღუმელი 220°C-ზე. ჯამში მოათავსეთ კარაქი, მარილი და შაქარი და დადგით ცეცხლზე გასადნობად. საჭირო მასის მიღების შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ და 30 წამით კვლავ ცეცხლს მიუშვირეთ. ამის შემდეგ დაელოდეთ 3-4 წუთი გაციებას. ერთ-ერთად დაამატეთ მასას კვერცხი, ყოველი კვერცხის შემდეგ საგულდაგულოდ ურიეთ. მოათავსეთ მასა საცხობ ფორმაში, 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ წინასწარ გამზადებულ ტემპერაზურაზე,  შემდეგ კი შეცვალეთ ტემპერატურა 180°C-ზე და კიდევ 15-20 წუთი გამოაცხვეთ. კრემიანი შიგთავსისთვის, კრემს დაამატეთ ვანილი და შაქარი, შემდეგ გაჭერით გამომცხვარი ეკლერები და მოათავსეთ ის მასში. მუქი ფერის დაფარვისთვის, შოკოლადი, 2 ჩაის კოვზი წყალი და კარაქი ერთად გაადნეთ, დაამატეთ შაქარი და სათანადოდ გააცივეთ. ღია ფერის დაფარვისთვის იმავე პრინციპით მოამზადეთ შაქარი და კაკაო და დაუმატეთ თხევადი შაქარი. სურვილის მიხედვით, გააფორმეთ თქვენი ეკლერები საახალწლო დეკორაციებით.

ზევით