შოკოლადის რულეტი

შოკოლადის რულეტი

გაეცანით შოკოლადის უგემრიელეს რულეტს. მისი მომზადება მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებშიც. 

 

ინგრედიენტები ცომისთვის

• 8 ც კვერცხი 

• 1 ½ ჭიქა შაქარი

• ¾ ჭიქა კარტოფილის სახამებელი

• ½ ჭიქა კაკაოს ფხვნილი

 

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

• 1 ¼ ჭიქა კრემი

• 300 გრ შავი შოკოლადი (დამდნარი)

 

ინგრედიენტები მინანქრისთვის

• 2 ½ ჭიქა კრემი

• 500 გრ შავი შოკოლადი (დამდნარი)

• 2 ს/კ კარაქი

• 2 ს/კ ფქვილი

• ¼ ჭიქა შაქარი

 

მომზადების წესი

ტკბილეულის შიგთავსი ერთი დღით ადრე მოამზადეთ: 1 ¼ ჭიქა კრემი დუღილამდე მიიყვანეთ და დამდნარი შოკოლადი ნელ-ნელა დაუმატეთ. გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით დატოვეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ჭურჭელში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, ცხიმი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. დიდ ჯამში მოათავსეთ კვერცხის გულები და 1 ½ ჭიქა შაქარი. ათქვიფეთ მანამ, სანამ ერთიან თეთრ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ სახამებელი და კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მისი ნახევარი იმ ჯამში გადაიტანეთ, რომელშიც კვერცხის გულები ათქვიფეთ. მიღებული მიქსი საცხობ ჭურჭელზე გადაანაწილეთ და ღუმელში 15 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ კი გააგრილეთ. პარალელურად მინანქარიც მოამზადეთ. გამზადებული შიგთავსი გამომცხვარ ცომში მოათავსეთ და რულეტივით გადაახვიეთ. ბოლოს კი ნამცხვარს მინანქარი მოასხით.

 

ზევით