#The Diary x Movement Concept

Shopping is my cardio - შოპინგი როგორც თერაპია

გაზიარება:

შოპინგი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველდღიური საყიდლებით დაწყებული, საღამოობით, ონლაინ მაღაზიების სქროლვით დამთავრებული, ჩვენი დროის დიდი ნაწილი საჭირო ან სასურველი ნივთების არჩევას ეთმობა.

shopping therapy, შოპინგ თერაპია

კაპიტალისტური სისტემის სათავეები სწორედ თავისუფალ ვაჭრობაზე დგას, რაც მეწარმეების და პატარა ბიზნესების წაქეზებას მოისაზრებს, რომ ბაზარს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ნივთი შემატონ. ახალი ბრენდების და მათი პროდუქციის ზრდასთან ერთად მატულობს კონკურენციაც, რომელიც ბრენდს უკეთესი შოპინგ გამოცდილების შექმნას აიძულებს, ხოლო მყიდველს არჩევის პროცესისთვის მეტი დროის დათმობას.

შოპინგი, თერაპია, მაღაზია, საახალწლო შოპინგი

Urban Land Institute-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მამაკაცების 50%, ხოლო ქალების 70% შოპინგის გართობის ფორმად მიიჩნევს.

მკვლევართა ჯგუფმა ადამიანების ტვინზე ექსპერიმენტი კონკრეტულად იმ დროს ჩაატარა, როდესაც ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას, ეყიდათ თუ არა გარკვეული ნივთი. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც სუბიექტი წააწყდა ტანსაცმელს, რომლის შეძენაც სურდა, ტვინის სიამოვნების ცენტრი გააქტიურდა. უფრო მეტიც, სიამოვნების ცენტრში აქტივობის რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირში იყო იმასთან, თუ რამდენად სურდა ადამიანს ეს ნივთი.

შოპინგის თერაპია, შოპინგ თერაპია, საახალწლო შოპინგი, საახალწლო ფასდაკლება, ტანსაცმელი

ამ ინფორმაციის გააზრების შემდეგ, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რაოდენ კარგი, ან მავნეა ასეთი რეალობა?! ნუთუ მატერიალური ნივთებისაგან მიღებული სიამოვნება ოდესმე შეედრება თავგადასავლებს და გამოცდილებებს?! პასუხიც სწორედ ამ კითხვაში მდგომარეობს. უკვე დიდი ხანია, რაც შოპინგი არა საჭიროებად, არამედ გამოცდილებად იქცა.

შოპინგ თერაპია, საახალწლო შოპინგი, მაღაზიები

ეს ჯაჭვური რეაქცია მარტივი წარმოსადგენია, თუ დავაკვირდებით, როგორი ტრანსფორმაცია განიცადეს ტანსაცმლის მაღაზიებმა. მაღაზიების ინტერიერი, ვიტრინა, სუნი, განათება და მუსიკაც კი ჩვენს სიამოვნებაზეა მორგებული. ასეთმა სიახლეებმა შოპინგი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ მაცდუნებელ პროცესად აქცია. ამიტომ ზოგჯერ ფიქრი იმაზეც გვიწევს, როგორ შევიკავოთ თავი, რომ არ ვიყიდოთ კიდევ ერთი წყვილი ჯინსი, ან კაბა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ჩავიცვამთ.

შოპინგი, საახალწლო შოპინგი, შოპინგ თერაპია

შოპინგის კიდევ ერთი სასიამოვნო ასპექტი, მისი დღესასწაულებთან არსებული კავშირია. ხშირად ჩვენ ნივთს არა ჩვენთვის, არამედ ძვირფასი ადამიანების გასახარებლად ვეძებთ. ასეთი პერიოდი ნელ-ნელა გვიახლოვდება ახალი წლის სახით, რაც მაღაზიებმა მშვენივრად იციან და ჩვენს წასახალისებლად “black friday” დღეებს გვთავაზობენ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც შოპინგი მომხმარებლისთვის ასეთი თერაპიულია, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებაა.

ადამიანს ხელში აქვს სადავე და დამოუკიდებლად, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ საკუთარი სიამოვნების, თუ საჭიროების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. ეს ასპექტი კი თვითკმაყოფილების და გამარჯვების შეგრძნებას გვიტოვებს, რაც თავისთავად იწვევს სიხარულს.

როგორც იაპონური "ვოგის" რედაქტორმა, ანა დელო რუსომ თქვა: “მოდა არის საკუთარი თავისუფლების დეკლარაცია”.

არჩევანის სიმრავლე შოპინგს სასიამოვნო პროცესად აქცევს, რადგან ის მდგომარეობს -თავისუფლებაში. სწორედ არჩევანის თავისუფლება არის შოპინგ თერაპია.

ზევით